უნემსო პლაზმოლიფტინგის მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: აპარატული მიკროდერმაბრაზიის შემდგომ, რომელიც გულისხმობს კანიდან მისი ზედაფენის მოცილებას და (კანის დანეკროზებული და მკვდარი უჯრედების მოცილება) გასუფთავებულ კანზე მომენტალურად საკუთარი პლაზმის დაფენასა და მის ღრმად შეყვანას უნემსომეზოთერაპიის საშუალებით.

პროცედურა ეფექტურია და იძლევა მომენტალურ შედეგს, კურსის ჩატარების შემდგომ დგება მყარი ეფექტი 1.5-2 წლამდე ხანგრძლივობით.

უნემსო პლაზმოლიფტინგი ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს,   კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს; აღადგენს კანის ელასტიურობას; აქრობს ან ამცირებს ნაოჭებს, ნაწიბურებს, პიგმენტურ ლაქებს, ალაგებს აკნეს აქტიურ ელემენტებს, ასწორებს კანის რელიეფს; კანს უბრუნდება ჯანსაღი, ახალგაზრდული იერი.

მიზანშეწონილია მოდუნებული, დაღლილი, უსიამოვნო ფერის, წვრილი ნაოჭების ბადის, პრობლემური (აკნე, როზაცეა)  და ფორებიანი კანისათვის; ჰიპერტროფიული და ატროფიული ნაწიბურების, პიგმენტური ლაქების არსებობისას, პოსტაკნეს შემთხვევაში, კანის დაბერების პროფილაქტიკის მიზნით თამბაქოს მომხმარებლებში.

პროცედურა სახეზე გრძელდება საათნახევრის განმავლობაში და იძლევა მომენტალურ ეფექტს, თუმცა მყარი შედეგის მისაღწევად მიზანშეწონილია 3-6 პროცედურის ჩატარება 14-20 დღიანი ინტერვალით.

პროცედურა არ საჭიროებს გაუტკივარებას და ხანგრძლივ აღდგენით პერიოდს; პროცედურის შემდგომ არ აღინიშნება ტრავმული დაზიანებები.

ტარდება სახის, კისრის, გულ-მკერდის არეში, ხელის მტევნებსა და სხეულის ნებისმიერ სხვა მონაკვეთზე.

უკუჩვენებებია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, მწვავე ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია.