ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აზიანებს შარდ-სასქესო

ორგანოებს და გამოწვეულია უროგენიტალური ტრიქომონათი – Trichomonas vaginalis. ტრიქომონა

წარმოადგენს ერთუჯრედიან მიკროორგანიზმს და მიეკუთვნება უმარტივეს პარაზიტებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ტროქომონიაზით დაავადებულია

კაცობრიობის 10%. დასნებოვნება უპირატესად სქესობრივი გზით ხდება, იშვიათად

დაინფიცირებული თეთრეულით და ტუალეტის საგნებით. დაავადების საერთო გზის არსებობის

გამო უროგენიტალური ტრიქომონები ხშირად გვხვდება გონოკოკურ ინფექციასთან ერთად.

მამაკაცებში ტრიქომონები პარაზიტობენ ურეთრაში, პარაურეთრალურ მილებში,

სათესლეების დანამატებში, ხოლო ქალებში – შარდსაწვეთში, საშოს ლორწოვანში, საშვილოსნოს

მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ ახალ (მწვავე, ქვემწვავე, ტორპიდული), ქრონიკულ (2

თვეზე მეტი ხნის მიმდინარეობისას) ტრიქომონიაზს და ტრიქომონამტარებლობას. ინკუბაციური

პერიოდი საშუალოდ მოიცავს 7-10 დღეს, თუმცა შესაძლოა იყოს უფრო ხანმოკლე (3 დღე) და

უფრო ხანგრძლივიც (თვემდე და უფრო მეტიც).

კლინიკური სურათი. მამაკაცებში ტრიქომონადული ურეთრიტისთვის დამახასიათებელია

ზომიერად გამოხატული ანთებითი ცვლილებები, რაც უხშირესად მიმდინარეობს მინიმალური

სიმპტომატიკით სერიოზული სუბიექტური გამოვლინებების გარეშე. ტრიქომონადული ინფექციის

დროს ქალებში სიმპტომები მეტადაა გამოხატული მამაკაცებთან შედარებით. აღინიშნება

ვაგინიტის ნიშნები, რომელსაც შესაძლოა თან დაერთოს ურეთრიტი, ენდოცერვიციტი,

საშვილოსნოს ყელის ეროზია. ქალს დაავადების დასაწყისიდანვე, მწვავე ვაგინიტის დროს

აწუხებს სასქესო ორგანოების არეში ძლიერი ქავილი, რომელიც ხშირად გადადის ბარძაყების

შიგნითა ზედაპირზეც. ამას თან ერთვის საშოდან უხვი, მორუხო-მოყვითალო ფერის, ქაფისებური

გამონადენი ობის სუნით. ზოგი პაციენტი აღნიშნავს წვას შარდვისას და ტკივილს მუცლის ქვედა

დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ნაცხში გამომწვევის უშუალო გამოვლენაზე ჩივილებისა და

გარეგნული ნიშნების გამოვლენისას. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა წარმოებს ორი მეთოდით:

ნატივური პრეპარატის გამოკვლევა და შეღებილი ნაცხის მიკროსკოპია.

მკურნალობა ტარდება ანტიპროტოზოული საშუალებებით, როგორიცაა ტრიქოპოლი,

მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი. პარტნიორებმა უნდა იმკურნალონ ერთდროულად.