პროცედურის მსვლელობისას ხორციელდება ულტრამაღალი სიხშირის ბგერების დახმარებით სამკურნალო ან კოსმეტიკური პრეპარატების შეყვანა კონკრეტულ ადგილზე. მექანიკური რხევის შედეგად კანში ღრმად შესული ნივთიერება ქმნის სამკურნალო ან  კოსმეტიკური მასის დეპოს, საიდანაც  პროლონგირებულად, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნივთიერებების შეწოვა უფრო ღრმა ქსოვილებში ხდება.

ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ულტრაფონოფორეზი აქტიურად გამოიყენება:

-ცელულიტის კომპლექსურ თერაპიაში,

-ცხიმოვანი ცვლის დარღვევის დროს,

-სტრიების მოსაშორებლად,

-გაახალგაზრდავებისთვის,

-სახის ტენიანობის ასამაღლებლად,

-კანის ლიფტინგისათვის და მისი რელიეფის გასასწორებლად (გაუთოების ეფექტი),

-კანის სტრუქტურის სრულყოფისთვის,

-სახის ოვალის მოდელირების ხელშეწყობისათვის,

ულტრაფონოფორეზი ერთ-ერთ საუკეთესო პროცედურადაა მიჩნეული მშრალი ტიპის კანის პრობლემებთან ბრძოლის დროს.

მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს:

-სახსრებისა და ძვლების პრობლემების,

-ხერხემლის პათოლოგიის დროს,

– პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად,

-კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

უკუნაჩვენებია სიმსივნური, ჩირქოვანი, სისტემური დაავადებების, ინფექციურ-ვირუსული დაავადებების არსებობისას.

მისი გამოყენება შესაძლებელია სახესა და მთელს ხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. მიზანშეწონილია 7-15 სეანსის  ჩატარება 2-3 დღეში ერთხელ.