ესაა ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით ზემოქმედება ორგანიზმის გარკვეულ უბანზე.

მეთოდის საშუალებით აქტიურდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან, უჯრედების რეგენერაციის პროცესი (ახალგაზრდა უჯრედების სინთეზი), მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენა. აღადგენს კანის ელასტიურობას, ხდება კანის გაახალგაზრდავება, სტერილიზაცია, ახდენს კანის და კანქვეშა კუნთების მიკრომასაჟს; აქრობს ანთებით პროცესს, ტკივილის შეგრძნებას, ამცირებს შეშუპებებს.

მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია  კანის ღრმა გაწმენდა, როგორც ნორმალური და ცხიმიანი, ასევე მშრალი ტიპის  კანზე, მცირდება კომედონების რაოდენობა (თეთრი და შავი), სუფთავდება და ვიწროვდება ფორები.

ულტრაბგერითი თერაპია კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება:

-კანის რელიეფის გასასწორებლად,

-კანის სტრუქტურის აღსადგენად,

-კანის გასაწმენდად,

-სახის ოვალის გასასწორებლად,

-ნაწიბურების ასალაგებლად.

ტრადიციულ მედიცინაში ეფექტურია სახსრების, ძვლების და ხერხემლის პათოლოგიის დროს; აგრეთვე პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემების სამკურნალოდ, კანის სხვადასხვა სახის დაავადებებისას.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს წინასწარ მოსამზადებელ პერიოდს და ცხოვრების წესის შეცვლას.

სეანსის ხანგრძლივობა 15-25 წუთია, მკურნალობის სრული კურსისთვის მიზანშეწონილია 7-10 სეანსის ჩატარება,  2-3 დღეში ერთხელ.

უკუჩვენება: სიმსივნური დაავადებები, მწვავე ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადება, სისხლის სხვადასხვა ნოზოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.

გამოიყენება სახესა და მთელს ხეულზე.