ლაზეროთერაპიის საფუძველია ბიოქიმიური პროცესების მართვა სინათლის სხივის საშუალებით (კვანტური გენერატორი, რომელიც ასხივებს სინათლის შუქს სპეციფიურ, ვიწრო სპექტრში). სხივის ზემოქმედების შედეგად უჯრედებში ხდება ფოტოფიზიკური და ფოტოქიმიური რეაქციების გენერირება.

ლაზერის სხივი ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი (ხსნის სარეზერვო სისხლძარღვებს ან აღადგენს დაზიანებულს); აქვს ბაქტერიოციული (ანადგურებს მიკრობებს) და ბაქტერიოსტატიკური (აჩერებს მიკრობების ზრდას) მოქმედება სხვადასხვა მიკროორგანიზმზე. მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე. აქვს ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, ანტიკოაგულაციური და ანტიოქსიდაციური მოქმედება. ახდენს  კოლაგენის სინთეზის პროვოცირებას.

მისი მოქმედებით ხდება:

-კანის ანთებითი (აკნე, ფურუნკულოზი, წითელი ქარი, ჰერპესი, ჰიდრადენიტი) და ალერგიული (ფსორიაზი, ეგზემა, ალერგიული დერმატიტები) დაავადებების მკურნალობა;

ასევე:

-კანის რელიეფის და ელასტიურობის აღდგენა,

-სტრიებთან ბრძოლა,

-ნევრიტების მკურნალობა,

-ოპერაციის, დამწვრობის და ტრავმის შემდგომი, კელოიდური და „პოსტაკნეს“ ნაწიბურების ალაგება.

-ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტების მკურნალობა,

-ტროფიკული წყლულების დახურვა.

მისი გამოყენება შესაძლებელია სახესა და მთელს ხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთია. მიზანშეწონილია 5-12 სეანსის  ჩატარება ყოველდღე ან დღეგამოშვებით.