1. უკვე რამდენი ხანია დამიზიანდა ფეხის ფრჩხილები. დამიდგინეს ონიქოდისტროფია, ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული. მეშინია, რაიმე შინაგანი ქრონიკული დაავადებით არ იყოს გამოწვეული. რამდენად ხანგრძლივია მისი მკურნალობა და რა ჯგუფი პრეპარატებით იკურნება
პასუხი: ონიქოდისტროფიის მკურნალობის ტაქტიკა, პრეპარატები და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ დაავადებაზე, რის ფონზეც ჩამოყალიბდა იგი. პირველ რიგში ესაა დასადგენი, რისი მიხედვითაც ტარდება ზოგადი ანუ სისტემური მკურნალობა. ადგილობრივად ყველა შემთხვევაში გამოიყენება სტეროიდული მალამოები და ფრჩხილის მკვებავი კრემები.