1. სამსახურში მიწევს ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც დაავადებულია მუნით, რამდენად მემუქრება მუნის გადადების საფრთხე და რა არის საჭირო პროფილაქტიკისთვის? რა ზომებს მივმართო, რომ არ გადამედოს ეს დაავადება?

პასუხი: თუ თქვენს თანამშრომელს მუნი აქვს და არ მკურნალობს, თქვენთვის გადადების რისკი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მჭიდრო კონტაქტში ხართ მასთან. მაგალითად, თუ სარგებლობთ ერთი და იგივე საქაღალდეთი ან სხვა ნივთებით, რომელთანაც მას აქვს შეხება. თუ მან იმკურნალა, მკურნალობიდან ორი კვირის განმავლობაში სასურველია მაქსიმალურად ეცადოთ მასთან ურთიერთობას, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ მუნი აღარ აქვს (რამდენადაც თუ დეზინფექციის და ჰიგიენის პირობები არ დაიცვა, ამ პერიოდში მოსალოდნელია დაავადების განმეორება).

2. კლასში მყავს მოსწავლე, რომელსაც აქვს მუნი და რომლის მშობელსაც არ შეუძლია სათანადო მკურნალობის ჩატარება. მსურს, მივეხმარო დედამისს და ჩავუტარო მკურნალობა. იქნებ მომცეთ რაიმე რჩევა ამასთან დაკავშირებით, რომ არაფერი გამომრჩეს. სახლში მშობლების გარდა ცხოვრობს სამი ბავშვი: მეორე კლასელი, სასკოლო ასაკის და ორი წლის.

პასუხი: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუნის ხანგძლივობას და გამონაყარის ინტენსივობას კანზე, რის მიხედვითაც ვარჩევთ რომელი პრეპარატი ჯობია სამკურნალოდ. აქვე გასარკვევია დაავადებულები არიან თუ არა ოჯახის სხვა წევრები. ანუ მათ მკურნალობა სჭირდებათ თუ პროფილაქტიკა. ამ შემთხვევაშიც სქემები სხვადასხვაა.

ამ ეტაპზე იქნებ მიპასუხოთ რამოდენიმე შეკითხვაზე და თუ შესაძლებელია გამომიგზავნოთ ბავშვის გამონაყარის ფოტო:

1. ოჯახის რომელ წევრებს აქვთ გამონაყარი ასაკის მითითებით
2. გამონაყარი სადაა ლოკალიზებული და როგორი სახითაა, რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ
3. გამონაყარს ახლავს თუ არა ქავილი და როგორი ინტენსივობისაა და დღისით მეტადაა გამოხატული თუ ღამით.
4. რამდენი ხანია, რაც ბავშვს გამონაყარი აქვს
5. გასარკვევია კლასში ხომ არ აქვს ვინმეს გამონაყარი
6. მუნის დიაგნოზი ექიმის დასმულია თუ თქვენი ვარაუდია? (იქნებ სულაც არ არის მუნი)
7. არ დაგავიწყდეთ, რომ მუნისგან განკურნების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა ტანსაცმლის და ლოგინის დეზინფექცია, რომლის განხორციელებაზეც შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობა?