1. დამიდგინეს წითელი ბრტყელი ლიქენი. მითხრეს, რომ გამოწვეულია ღვიძლიდან. ექოსკოპიით შევიმოწმე ღვიძლი და ელენთა და ყველაფერი ნორმაშია. მაინტერესებს თქვენ რას მირჩევთ, რით ვიმკურნალო?
პასუხი: წითელი ბრტყელი ლიქენის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ღვიძლის პათოლოგია, რომელიც შეიძლება ექოსკოპიურად არც დაფიქსირდეს. ჯობს გაიკეთოთ სისხლის გამოკვლევა ღვიძლის ფუნქციურ სინჯებზე. მინდა გითხრათ, რომ ამ დაავადების მიზეზებზე არსებობს სხვადასხვა თეორია და შესაძლოა, ვერც დადგინდეს. მკურნალობა სიმპტომურია, ადგილობრივად გამოიყენება სტეროიდული მალამოები.