საიტის კონსულტანტია სს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის და დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი.
სამუშაო ადგილი დ ა მისამართი: სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი, ლუბლიანას ქ.N5.
ა მისამართი: სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი, ლუბლიანას ქ.N5.
 თანამდებობა: სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში.
 სპეციალობა: დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო–კოსმეტოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი
 აკადემიური ხარისხი:  მედიცინის დოქტორი.
 დისერტაცია თემაზე: „ჩვეულებრივი ფერისმჭამელას კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებანი და თერაპიული კორექცია“- 2003 წ.
 სამეცნიერო წოდება: ასოცირებული პროფესორი.
 განათლება: უმაღლესი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, წარჩინებით – 1974-1980 წწ.
 კლინიკური ორდინატურა – თსსი, ენდოკრინოლოგიის კურსი- 1980-1982 წწ.
 სამუშაო გამოცდილება:
 ენდოკრინოლოგი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 1982-1990 წწ
მეცნიერთანამშრომელი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 1990-2004 წწ
 დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი – 2004 წლიდან 2011 წლამდე, ხოლო 2011 წლიდან დღემდე კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში.
 სამეცნიერო ნაშრომთა საერთო რაოდენობა:
 – 85 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში – 44.
 – 2 მეთოდური რეკომენდაცია.
 23 საერთაშორისო და ადგილობრივი გრანტებისა და პროგრამების სამეცნიერო ხელმძღვანელი 2004 წლიდან დღემდე.
 პედაგოგიური საქმიანობა:
 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ლექტორი 2004 -2006 წწ., ასოცირებული პროფესორი – 2006 წლიდან დღემდე.
უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ასისტენტ-პროფესორი 2004 წლიდან 2011 წლამდე, ასოცირებული პროფესორი- 2011 წლიდან დღემდე.
შპს „ინტერბიზნესის“ საქართველო-ისრაელის სტომატოლოგიის ინსტიტუტი, დერმატო-ვენეროლოგიის სასწავლო ციკლის ხელმძღვანელი 2002 წლიდან, ასოცირებული პროფესორი – 2006 წლიდან დღემდე.
32 უმცროსი ექიმის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტურო პროგრამის ხელმძღვანელი – 2004 -2008 წწ.
 22 რეზიდენტის ლოკალური ხელმძღვანელი და სარეზიდენტურო პროგრამის კოორდინატორი დერმატო–ვენეროლოგიაში.
 6 რეზიდენტის დერმატო–ვენეროლოგიის ლოკალური ხელმძღვანელი სარეზიდენტურო პროგრამაში „ინფექციური სნეულებები“.
 პროფესიული საზოგადოებების წევრობა:
 თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოება – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი – 2004 – 2006 წწ;
 საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია – GADV (Georgian Association of Dermatovenereologists) – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
 ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემია – EADV (European Academy of Dermatology and Venereology) – ნამდვილი წევრი;
 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი – IUSTI (International Union against Sexually Transmitted Infections); ნამდვილი წევრი;
საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (ISTED);
საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი;
საქართველოს ფლებოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
სხვა პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა:
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;
კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრის კონსულტანტი დერმატო-ვენეროლოგიაში 2001 წლიდან დღემდე;
საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “South Caucasian Dermatology and Venereology News”-ის დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი 2005 წლიდან;
„საქართველოს ქალთა საბჭოს“ გამგეობის წევრი;
ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სპეციალობაში „დერმატო-ვენეროლოგია“;
საქართველოს სამხედრო სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა პროფილური სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საექსპერტო საქმიანობა პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შეფასებისათვის;
მრავალი ჰუმანიტარული აქციის მონაწილე: ავადმყოფთა უფასო სამედიცინო გასინჯვების ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე.
 კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები:
 მონაწილეობა 110-ზე მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და ტრეინინგებში მსმენელის, მომხსენებლისა და ორგანიზატორის სტატუსით.
 სხვა უნარ-ჩვევები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
საკონტაქტო ინფორმაცია: მობ. 593 36 86 52
 e-mail: tina@dermatology.ge ; ვებ-გვერდი: www.dermatology.ge
 
                            