პროცედურის დროს ხდება კანის დამუშავება იონიზირებული ორთქლითა და ოზონის მასებით აპარატ – ვაპორიზატორის მეშვეობით.

მეთოდის საშუალებით ხორციელდება ფორების მაქსიმალურად გახსნა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, პათოგენური მიკრობების გაუვნებელყოფა, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციის დროებითი გააქტიურება და ჭუჭყის  გამოდევნა.

პროცედურის ჩატარება ნაჩვენებია მოდუნებულ და „დაღლილ“, გასაწმენდ (სხვადასხვა სახის გაწმენდის წინ), ცხიმიან და ფოროვან კანზე.

უკუჩვენებებია: მშრალი ფოროვანი კანის, კანის სხვადასხვა სახის მწვავე და ქრონიკული დაავადებების არსებობისას გამწვავების სტადიაში.

პროცედურა უმტკივნეულოა და არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის ტიპზე და 10-25 წუთს გრძელდება.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახეზე, მკერდისა („დეკოლტე“) და ზურგის მიდამოებში.