ესაა უარყოფითი ბარომეტრული წნევით დოზირებული ზემოქმედება კანზე. წარმოადგენს კანის ღრმა, კომპლექსური წმენდის ბაზისურ პროცედურას.

ტარდება სპეციალური შუშის კანულით, ხდება გარკვეულ უბნებზე უარყოფითი წნევით ხანმოკლე ზემოქმედება (მტვერსასრუტის პრინციპით), რაც შესაძლებელს ხდის კანიდან კომედონების და გარქოვანებული შრის მკვდარი უჯრედების მოშორებას, ზედმეტი ცხიმის მოცილებას, ფორების ამოსუფთავებას. ნაჩვენებია ცხიმიანი, პრობლემური, კომბინირებული, მოდუნებული კანის გასაწმენდად, კომედონების და აკნეს არსებობის დროს.

პროცედურა ასევე წარმოადგენს მექანიკური წმენდის ალტერნატივას და მასთან შედარებით ნაკლებტრავმული და უმტკივნეულოა.

უკუნაჩვენებია მშრალი ტიპის კანის, ტელეანგიექტაზიის და კუპეროზის არსებობის, ქრონიკული დერმატოზის გამწვავების დროს.

არ საჭიროებს გაუტკივარებას  და წინასწარ მომზადებას, ტარდება ვაპორიზაციით ფორების გახსნის შემდეგ.

კანის ტიპის მიხედვით ნაჩვენებია მისი თვეში ერთხელ Caტარება. პროცედურის ხანგრძლივობა 10-20 წუთია.