პროცედურის არსი მდგომარეობს კანზე მაღალი სიხშირისა და დაბალი სიმძლავრის, ცვლადი იმპულსური ელექტრული ველის მოქმედებაში.

ამ მეთოდის გამოყენება აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და ტურგორს, კანის ფერს, აქრობს და (ან) ამცირებს ნაოჭებს, ააქტიურებს უჯრედებში ჟანგბადის ცვლას, აუმჯობესებს მის ტროფიკას, ამცირებს კანის ცხიმიანობას, ვენურ სტაზს (ააქტიურებს რა ვენურ და ლიმფურ მიმოქცევას).

გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, ანადგურებს აკნეს გამომწვევს – Propionibacterium acnes, ამცირებს ან აქრობს ანთებით პროცესს.

გამოიყენება კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარის არსებობისას (აკნე, კომედონები), როზაცეას, ცხიმოვანი სებორეის, ფორებიანი კანის, კელოიდების, მოდუნებული კანის დროს, ნაოჭებთან საბრძოლველად.

არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება  სიმსივნეების, ეპილეფსიის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების, კუპეროზიანი კანის შემთხვევაში.

ტარდება სახესა და მთელ სხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთია. მიზანშეწონილია  10-15 სეანსის ჩატარება 2-3 დღეში ერთხელ.