გალვანური დენით თერაპიისას ხორციელდება დაბალი სიმძლავრის და ძაბვის მუდმივი დენით ზემოქმედება გარკვეულ უბანზე.

ამ პროცედურის დროს უჯრედებში აქტიურდება იონების გადაადგილება, იცვლება მემბრანების განვლადობის კოეფიციენტი, ფერმენტების ორგანიზმზე ზემოქმედების სიჩქარე და ხარისხი. ასევე ხდება სისხლის  და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, ქსოვილების ტროფიკა; დადებითად მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე; აღადგენს სისხლის და ლიმფური სადინარების კედლების ელასტიურობასა და გამტარიანობას.

საჭიროების მიხედვით შესაძლებელია ჩატარდეს ლაბილური და სტაბილური გალვანიზაცია.

გამოიყენება:

– კანის ლიფტინგის მიზნით, აუმჯობესებს კანის ფერს, ახდენს კანის დატენიანებას შიგნიდან,

– მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სახის ოვალის კორექციისათვის,

– სახეზე ნაოჭების პროფილაქტიკისა და კორექციისათვის,

– ჰიპერპიგმენტაციების დროს,

– ცხიმოვანი და პრობლემური კანის სამკურნალოდ,

– აკნეს, სებორეის დროს,

– ამცირებს კანის ცხიმიანობას,

– გამოიყენება ატოპიური დერმატიტის თერაპიაში (მცირდება ქავილის შეგრძნება და ალერგიის სხვა გამოვლინებები),

-სახის ანთებითი შეშუპების მოსახსნელად,

-კუნთების ტონუსისა და ლიფტინგისათვის,

-ანტიცეცულიტური პროგრამის კომპლექსში,

– მოდუნებული კანის კორექციისათვის.

არ არის მიზანშეწონილი აქტიური აკნეს, დერმატიტების, მკვეთრად გამოხატული კაპილარული ქსელის არსებობის, სიმსივნეების, მეტალის იმპლანტანტის არსებობის შემთხვევაში.

მეთოდი გამოიყენება სახესა და მთელ სხეულზე.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 20-30 წუთია. მიზანშეწონილია 8-12 სეანსის ჩატარება 3-4 დღეში ერთხელ.