მისი გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო. დასაწყისში ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში გამოიყენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა მისი უნიკალური გვერდითი ეფექტი – პაციენტებში დაფიქსირდა თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის მიდამოში ნაოჭების ალაგება. მომდევნო წლებში ბოტოქსის ინიექციები არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა კოსმეტოლოგიასა და ესტეთიკურ მედიცინაში და აქტუალურობას არც დღეს კარგავს.

ინიექციები გამოიყენება სახის მიდამოში შემდეგი ტიპის ნაოჭების ასალაგებლად:

-ვერტიკალური (რომელიც ძირითადად განლაგებულია წარბებს შორის),

-ჰორიზონტალური (განლაგდება შუბლის მიდამოში),

-ვერტიკალური ნაოჭები ზედა tუჩის და ცხვირ-ტუჩის მიდამოში, ასევე, თვალის გარშემო მიდამოს ნაოჭები.

ეფექტი ვლინდება ინიექციიდან 24-48 საათში და პირველი ორი-ოთხი კვირის განმავლობაში თანდათან ძლიერდება. ეფექტის ხანგრძლივობაა 6-9 თვე.