ბიორევიტალიზაცია კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდია. იგი წარმოადგენს ინიექციურ მეთოდს, რომლის დროსაც კანქვეშ ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შეყვანა. ძირითადად, ბიორევიტალიზაციისთვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავას (რომელსაც ბუნებრივადაც შეიცავს კანი) შემცველი პრეპარატები. 
მისი საშუალებით შესაძლებელია კანის სტრუქტურის აღდგენა, იგი ხდება გლუვი, ელასტიური. პარალელურად, ხორციელდება ფიბრობლასტების ფუნქციონირების ბუნებრივი სტიმულირება (ძლიერდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობისა და სიმკრივის აღდგენას).

მეთოდი აუმჯობესებს კანის ფერს, მის რელიეფს, ალაგებს ნაოჭებს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციის ინტენსივობას. შესაძლებელია მისი გამოყენება ნაწიბურებისა და სტრიების ასალაგებლად.

ბიორევიტალიზაცია ნაჩვენებია შემდეგი ნოზოლოგიების დროს:

-მოდუნებული და გამომშრალი კანი,

-კანის ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება,

-კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით.

-სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი,

-პიგმენტაცია.

 

პროცედურა უმტკივნეულოა, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და სწრაფი ეფექტი, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.

მეთოდის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგი ნოზოლოგიების დროს:

-ანთებითი პროცესების არსებობა იმ მონაკვეთზე, სადაც სასურველია პროცედურის ჩატარება,

– მძიმე ქრონიკული დაავადებები,

-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი,

– პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ზემგრძნობელობა,

-აუტოიმუნური დაავადებები,

-ანტიკოაგულანტების მიღება,

– კელოიდური ნაწიბურების წარმოქმნის მიმართ მიდრეკილება,

-მწვავე ჰერპესული ინფექცია.