დეზინკრუსტაცია ტუტე ხსნარით ჩატარებული იონოფორეზია.

მეთოდი ეფექტურად ხსნის ფორებს და იძლევა კანის ღრმა გაწმენდის საშუალებას, ცხიმოვანი ნადების მოცილებას.

ამცირებს ცხიმიანობას, აღადგენს კანის ეპითელიზაციას, ამ პროცესის შემდგომ კანში უფრო ადვილად და ღრმად შედის სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოები და სითხეები.

მიზანშეწონილია მისი გამოყენება  კომედონების (თეთრი, შავი) არსებობის დროს, ცხიმიანი კანის გასაწმენდად და მისი შემდგომი ცხიმიანობის შესამცირებლად, სებორეის, აკნეს, მელაზმის სამკურნალოდ, წვრილი ნაოჭების არსებობისას, კანის ადრეული ფოტოდაბერებისას.

არ არის მიზანშეწონილი  მისი გამოყენება ვიტილიგოს, კონტაგიოზური მოლუსკის, ღია ნეოპლაზიის, ღრმა სტატიკური ნაოჭების დროს.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია  სახეზე, ზურგსა და „დეკოლტეს“ მიდამოებში.

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-25 წუთია. მიზანშეწონილია 3-7  სეანსის ჩატარება 10-14 დღეში ერთხელ.