ესაა კანის აპარატურული, მექანიკური წმენდა, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისებისა და ღრუბლების გამოყენებით, აგრეთვე სპეციალური სითხეების და მალამოების დახმარებით.

მეთოდის საშუალებით ხორციელდება კანის ზედაპირიდან მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოცილება, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, ხდება ეპიდერმისის განახლება, უმჯობესდება  კანის ტურგორი. კანს უბრუნდება ბუნებრივი, ჯანსაღი იერსახე და ფერი.

მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია კანზე შემდეგი სახის პრობლემების მოსაგვარებლად:

დაბინძურებული, რელიეფური, საშუალო ზომის ნაოჭებიანი კანის, ნაწიბურების, კომედონების, ლაქების, ჰიპერკერატიზაციის არსებობისას.

იგი გამოიყენება სახის, „დეკოლტეს“, ზურგის, მუცლის და კიდურების  მიდამოებში.

პროცედურა გრძელდება 15-20 წუთის განმავლობაში, მიზანშეწონილია 3-5 სეანსის ჩატარება  10-დღიანი ინტერვალით.

უმტკივნეულოა, არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.

არაა მიზანშეწონილი ამ მეთოდის გამოყენება ღრმა ნაოჭების და ძალიან მოშვებული კანის მკურნალობის შემთხვევაში.