RF ლიფტინგი არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკრუნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.

პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმომქმედი ეფექტით.

კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური (ოპერაციული გადაჭიმვის  შედეგად კანი პირიქით, თხელდება).

ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), ასწორებს „ფორთოხლის“ და მოდუნებულ კანს (სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულოები); ამცირებს/ალაგებს სტრიებს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ასწორებს გრავიტაციულ ფტოზს და  ლიპოსაქციის შემდგომ დეფექტებს;

ეს მეთოდიკა მნიშვნელოვანია ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში.

RF-ლიფტინგის ჩვენებებია: მოშვებული, დაბერებული, გამომშრალი კანი; სტრიები, ნაოჭები, ცელულიტი.

უკუნაჩვენებია:

-ელექტრო სტიმულატორის და მეტალის იმპლანტის არსებობა ზემოქმედების არეში.

-სიმსივნე,

-მწვავე ინფექციური და ანთბითი დაავადებები,

-ორსულობა, ლაქტაცია, მენსტრუალური ციკლი,

-სისტემური დეგენერაციული დაავადებები,

-არაა მიზანშეწონილი მისი ჩატარება როზაცეის დროს. 

პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთია, პროცედურების რაოდენობა საწყისი მდგომარეობიდან გამომდინარე 3-8, პროცედურებს შორის ინტერვალი 7-10 დღეა.

მისი ჩატარება არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არ საჭიროებს ანესთეზიას.

არსებობს მონოპოლარული, ასევე ბი- და ტრიპოლარული თერმოლიფტინგი, რაც საშუალებას იძლევა, საჭიროებისამებრ, მოცული იქნას კანის ფენები სხვადასხვა სიღრმეზე, რითაც იზრდება მეთოდის ეფექტურობა.