გამოცდებზე დაშვებული შეცდომების გასწორება
ანუ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს

სტუდენტი: გონორეის გამომწვევი ყავისმარცვლისოდენა დიპლოკოკია.
სწორია: გონორეის გამომწვევი ყავისმარცვლის ფორმის დიპლოკოკია.

სტუდენტი: ინიშნება პრედნიზოლონი, აგრეთვე კორტიკოსტეროიდები.
შენიშვნა: პრედნიზოლონი კორტიკოსტეროიდია.

სტუდენტი: პ რ ე დ ლ ი ზ ო ნ ი ლ ი .
სწორია: პრედნიზოლონი.

სტუდენტი: სიფილისს კლინიკაში ახასიათებს ნათელი და ბნელი პერიოდების არსებობა.
სწორია: სიფილისს კლინიკური მიმდინარეობისას ახასიათებს აქტიური და ფარული პერიოდების არსებობა.

სტუდენტი: სიფილისს ახასიათებს სტერილური იმუნიტეტი, შეიძლება მოხდეს რეინფექცია, ანუ თავიდან ინფიცირება და სუპერინფექცია, როდესაც სიფილისის გამომწვევს ემატება სხვა ინფექცია, მაგ:ქლამიდიოზი და ა.შ.
სწორია: სიფილისით დაავადებისას შეძენილი იმუნიტეტი არ მუშავდება. შეიძლება მოხდეს რეინფექცია, ანუ განმეორებითი ინფიცირება.
სიფილისს ახასიათებს სტერილური ანუ ინფექციური იმუნიტეტი, ეს ფორმა ხასიათდება რეზისტენტობით მანამ, სანამ ორგანიზმში დაავადების გამომწვევია. მიუხედავად ასეთი იმუნიტეტისა, შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია სიფილისით (იგი შეიძლება განვითარდეს ინკუბაციურ პერიოდში, ან პირველი ხანის მეათე დღემდე და მესამე ხანის ბოლოსაც).

სტუდენტი: სიფილისის მკურნალობა ძირითადად ხდება პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით, თუ სუპერინფექციაა, მეორე დაავადების გამომწვევის სამკურნალო პრეპარატების ჩართვაც ხდება.
სწორია: სიფილისის მკურნალობა ძირითადად ხდება პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით, თუ სუპერინფექციაა, ისიც სიფილისია…

სტუდენტი: მაგარი შანკრი ძირითადად გვხვდება ერთეულად (დაახლოებით 10-მდე), თუმცა შეიძლება იყოს მრავლობითიც.
სწორია: მაგარი შანკრი ძირითადად გვხვდება ერთეულად (1-2), თუმცა შეიძლება იყოს მრავლობითიც (დაახლოებით 10-მდე).

სტუდენტი: ბუშტუკის შიგთავსი სხვადასხვა ხასიათისაა, მაგალითად, ეროზიული, ჰემორაგიულ-ეროზიული და სხვა.
სწორია: ბუშტუკის შიგთავსი სხვადასხვა ხასიათისაა, მაგალითად, სეროზული, ჰემორაგიულ-სეროზული და სხვა.

სტუდენტი: ატიპიური შანკრია შანკრი ამინვალიტი.
სწორია: ატიპიური შანკრია შანკრი-ამიგდალიტი.
სტუდენტი: სიფილისი გადადის ქსესობრივი გზით :) …………. ჩიქრდენა……….. ჩიქროვა……… დაიმფიცირება
სწორია: სქესობრივი გზით; ჩირქდენა; ჩირქგროვა, დაინფიცირება :)

სტუდენტი: სიფილისის მეორე ხანაში გამოიყოფა რეტენციული პერიოდი.
სწორია: სიფილისის მეორე ხანაში გამოიყოფა რეცენტული პერიოდი.

სტუდენტი: რეციდიული სიფილისის დროს ხელის ჩამოქაჩვით ხდება თმის ცვენა.
სწორია: რეციდიული სიფილისის დროს თმა ხელის ჩამოქაჩვის გარეშეც ცვივა :).

სტუდენტი #1: მეორადი მორფოლოგიური ელემენტი ვითარდება პირველადის ფონზე, ან მის ალაგვმისას.
სტუდენტი #2: მეორადი ელემენტი პირველადი ელემენტების მუტაციის ან გაქრობის შემდგომ ჩნდებიან
სტუდენტი #3: მეორადი ელემენტები ჩნდება პირველადის გადაგვარების შემდეგ.
სტუდენტი #4: მეორადი ელემენტებია: ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ქერცლი, ქერქი, ნახეთქი, ნაფხეკი :), ექსკორიაციები.
სწორია: მეორეული მორფოლოგიური ელემენტები ვითარდება პირველადი ელემენტების ევოლუციის შედეგად მათ ზედაპირზე, ან მათი გაქრობის შემდეგ.

სტუდენტი: ტრიქოფიტიის დროს თმა მძიმდება :) და ტყდება თითქმის კანის დონეზე.
სწორია: ანტროპონოზული ტრიქოფიტიის დროს დაზიანებული თმა ტყდება კანის დონეზე (ტრიქოფიტიის შავწერტილოვანი ფორმა).

სტუდენტი: სიფილისის მიმდინარეობაში გამოყოფენ ოთხ პერიოდს: პუბერტატიული :) პერიოდი, პირველი, მეორე და მესამე ხანის სიფილისი.
სწორია: სიფილისის მიმდინარეობაში გამოყოფენ ოთხ პერიოდს: ინკუბაციური პერიოდი, პირველი, მეორე და მესამე ხანის სიფილისი.

  • სტუდენტი: პირველი ხანის დროს სიფილისი განსაკუთრებით ვერაგია – პირდაპირ ისვრის ტრეპონემებს, ანუ ამ დროს განსაკუთრებით დიდია მის გვერდით მყოფი ადამიანის დაინფიცირების შანსი.

გაფრთხილება: ნუ მიუახლოვდებით უცხო პირებს – რა იცით, სიფილისი არ ჰქონდეს და ტრეპონემა არ გესროლოთ. :)

  • სტუდენტი: მკრთალ ტრეპონემას ახასიათებს 4 ტიპის მოძრაობა: წინსვლითი, ტალღისებრი, ბრუნვითი (საკუთარი ღერძის გარშემო) და მხტომავი.

სწორია: მკრთალ ტრეპონემას ახასიათებს 4 ტიპის მოძრაობა: წინსვლითი, ტალღისებრი, ბრუნვითი და ქანქარისებური.