ნანოტექნოლოგია (წინსართი „ნანო“ მეტრის მემილიარდედს ნიშნავს) წარმოადგენს ნივთიერების დამუშავების ტექნოლოგიას ცალკეული ატომების დონეზე (1-დან 100 ნანომეტრამდე ზომის ნაწილაკებზე). 

ნანოკოსმეტოლოგია – ეს არის ესთეტიკური მედიცინის ახალი რევოლუციური დარგი, რომელიც იყენებს ნანოტექნოლოგიურ მეთოდებსა და გვაძლევს  გაახალგაზრდავების და გალამაზების საშუალებას.

რითი განსხვავდება იგი ტრადიციული კოსმეტიკისგან?

ტრადიციული მეთოდებით კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისას ამუშავებენ მილიარდობით და მეტი ატომისგან შემდგარ ულუფებს. აქ გამოყენებული აქტიური ნივთიერებები მოქმედებენ მხოლოდ კანის ზედაპირულ შრეებზე,  შედეგიც  ზედაპირულია და აქვს არა მკურნალობის, არამედ შენიღბვის დროებითი ეფექტი.

ნანოკოსმეტიკურ საშუალებებში კი არსებული უწვრილესი აქტიური ნანოერთეულები კანის უჯრედებზე გაცილებით მცირე ზომისა არიან და, შესაბამისად, აღწევენ არა მხოლოდ ეპიდერმისში, არამედ კანის ღრმა შრის უჯრედებში, რაც იძლევა კანის უჯრედების ენერგეტიკული ბალანსის აღდგენის საშუალებას, ზრდის მის იმუნიტეტს და სიცოცხლისუნარიანობას.

 მაგალითია  NANO PURE

NANO PURE  ეს არის ნანოტექნოლოგიურად დამზადებული C  ვიტამინის ფხვილი (მაგნიუმის ასკორბილის ფოსფატი – MAP), რომელიც აძლიერებს დერმული კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნას, მოქმედებს როგორც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. იცავს კანს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისგან. ეფექტურად თრგუნავს მელანოგენეზს (პიგმენტური ლაქების წარმოქმნის პროცესი) და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს.

არ შეიცავენ ტოქსიურ პარაბენებს, ფენოქსიეთანოლსა და არომატიზატორებს. 

ნანოკოსმეტიკური საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია უკვე 25 წლიდან.

 NANO PURE გამოყენების ტექნოლოგია

ფხვნილი სახეზე დაყრისას გარდაიქმნება კრემოვან მასად და შემდეგ ნაწილდება უშუალოდ მთელ სახეზე, მსუბუქი მასაჟით შრატის სრულ შეწოვამდე. დღისით სასურველია მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი დღის კრემის გამოყენება. შრატების სრულად შეწოვის შემდეგ, ზემოდან შეგიძლიათ გამოიყენოთ  ნებისმიერი, მათ შორის, დეკორატიული კოსმეტიკა.