მეთოდის საშუალებით შესაძლებელია  კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული, დანეკროზებული ზედაპირული შრეების მოშორება და გასუფთავებული ზედაპირის “გაპრიალება” სპეციალური აპარატის დახმარებით. პროცედურა ტარდება ალმასის მტვერით და ფარული მეტალის თავებისა და ვაკუუმის გამოყენებით. აპარატი საშუალებას იძლევა საჭიროების მიხედვით ვარეგულიროთ მიკროდერმაბრაზიის მოქმედების სიღრმე.

მკვდარი უჯრედების მოშორების გარდა, პროცედურა ხელს უწყობს  ელასტიური ბოჭკოების გამომუშავების გააქტიურებასა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას კანსა და კანქვეშა ქსოვილში.

პროცედურა მიზანშეწონილია მოდუნებული, დაღლილი, უსიამოვნო ფერის, ზედმეტად ცხიმიანი და ფორებიანი კანის სამკურნალოდ, ასევე ნაწიბურების, სტრიების, პიგმენტური ლაქების არსებობისას, პოსტაკნეს შემთხვევაში,  ჩაკირული ფორების გასახსნელად.

დაუშვებელია ამ მეთოდის გამოყენება ქრონიკული დერმატოზების და ჰერპესის გამწვავებისას, მწვავე ანთებითი დაავადებების დროს, კელოიდოზისკენ მიდრეკილებისას.

მიკროდერმაბრაზია საშუალებას იძლევა ვაქციოთ კანი აბრეშუმივით ნაზი და გლუვი, ჯანმრთელი ფერის, პიგმენტაციების გარეშე, მივანიჭოთ მას ჩვეული ელასტიურობა და ახალგაზრდული იერი.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია  სახის, კისრის, გულმკერდის არეში, ხელის მტევნებსა და სხეულის სხვა მიდამოებში. პროცედურა სახეზე გრძელდება 20-25 წუთს და ვლინდება მომენტალური ეფექტი, თუმცა მყარი შედეგის მისაღწევად მიზანშეწონილია 6-10 პროცედურის ჩატარება (მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე) 8-14 დღეში ერთხელ.

პროცედურა არ საჭიროებს მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს (არც რაიმე შეზღუდვას ცხოვრების წესში), სეანსის შემდგომ პაციენტს შეუძლია ჩვეული მაკიაჟის გამოყენება.