ექსოდერილი® (EXODERIL®)

სარეგისტრაციო ნომერი: სავაჭრო დასახელება: ექსოდერილი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნაფტიფინი.
ქიმიური დასახელება: N-მეთილ-N-(1-ნაფტიმეთილ)-3-ფენილ-2-პროპენ-1-ამინო-ჰიდროქლორიდი.
სამკურნალწამლო ფორმა: გარეგანად გამოსაყენებელი კრემი.
შემადგენლობა: 1 გ კრემი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ბენზილის სპირტს, სორბიტანსტეარატს, აცეტილპალმიტატს, ცეტილის სპირტს, სტეარინის სპირტს, პოლისორბატ 60-ს, იზოპროპილმირისტატს, გაწმენდილ წყალს.
აღწერა: თეთრი, ერთგვაროვანი ან ოდნავ აჭრილი, კაშკაშა კრემი სუსტი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ATC კოდი: D01AE22.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ექსოდერილი® – სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ალილამინების ჯგუფს. მის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ნაფტიფინი. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის სინთეზის
ინჰიბირებასთან. ნაფტიფინი აქტიურია დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა ტრიქოფიტონი, ეპიდერმოფიტონი და მიკროსპორუმი, საფუარის (Candida), ობის (Aspergillus) და სხვა სოკოების (მაგალითად, Sporothrix schenckii) მიმართ. დერმატოფიტების და ასპერგილების მიმართ ნაფტიფინი ფუნგიციდურად მოქმედებს in vitro პირობებში. საფუარის სოკოების მიმართ პრეპარატი ავლენს ფუნგიციდურ ან
ფუნგისტატურ აქტიურობას მიკროორგანიზმის შტამის მიხედვით. ნაფტიფინს გააჩნია ანტიბაქტერიული აქტიურობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. კლინიკურ პირობებში დადგენილი იყო, რომ ნაფტიფინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ანთების სიმპტომების, განსაკუთრებით ქავილის სწრაფ გაქრობას. ვინაიდან, ექსოდერილი® სწრაფად
აღწევს კანში, ჰქმნის მდგრად სოკოს საწინააღმდეგო კონცენტრაციებს მის სხვადასხვა ფენებში, შესაძლებელია მისი გამოყენება მხოლოდ დღეში ერთხელ.
ფარმაკოკინეტიკა.
გარეგანად გამოყენებისას კარგად აღწევს კანის სხვადასხვა ფენებში სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებისათვის საკმარისი კონცენტრაციებით. კანზე კრემის აპლიკაციის შემდეგ სისტემურ ანსორბციას ექვემდებარება მოქმედი ნივთიერების მხოლოდ 6. შეწოვილი რაოდენობა ნაწილობრივ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და გამოიყოფა თირკმელებითა და ნაღველით. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 – 3 დღეს შეადგენს.
გამოყენების ჩვენებები
– კანისა და კანის ნაკეცების სოკოს ინფექციები (tinea corporis, tinea inquinalis);
– თითებსშორისი მიკოზები (tinea manum, tinea pedum);
– ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (ონიქომიკოზები);
– კანის კანდიდოზები;
– ქატოსებრი ლიქენი;
– ანთებითი დერმატომიკოზები (თანმდევი ქავილით და მის გარეშე).
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის ან ბენზილის სპირტის (კონსერვანტის) მიმართ.
არ შეიძლება პრეპარატის დატანა ნაჭრილობევ ზედაპირზე.
სიფრთხილით.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები
გარეგანად. ექსოდერილი® უნდა დატანილი იქნეს კანის დაზიანებულ ზედაპირზე და მის გვერდით უბნებზე დღეში ერთხელ საგულდაგულო გაწმენდის და გაშრობის შემდეგ, დაზიანების ზონის კიდეების გარშემო დაახლოებით 1 სმ-იანი ჯანმრთელი კანის უბნის დაფარვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
დერმატომიკოზებისას – 2 – 4 კვირა (აუცილებლობის შემთხვევაში – 8 კვირამდე), კანდიდოზებისას – 4 კვირა, ფრჩხილების ინფექციებისას უნდა გამოიყენებოდეს დღეში ორჯერ თერაპიის ხანგრძლივობით 6 თვემდე. ინფექციის რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 2
კვირით კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი რეაქციები: კანის სიმშრალე, ჰიპერემია და წვა.
გვერდით ეფექტებს ყოველთვის შექცევადი ხასიათი აქვთ და არ მოითხოვენ მკურნალობის მოხსნას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ ყოფილა.
განსაკუთრებული მითითებები.
დაუშვებელია ექსოდერილის® კრემის თვალებში და ღია ჭრილობებზე მოხვედრა.

გამოშვების ფორმა.
გარეგანად გამოსაყენებელი კრემი 15 და 30 გ-იან ტუბებში, 1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სია Б. ინახება 30°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი:
”სანდოზ გმბხ [ავსტრია], წარმოებულია „Merk KgaA &CO” ავსტრია.
ბიოჰემშტრასე 10, A – 6250, კუნდლი, ავსტრია
წარმომადგენლობა მოსკოვში:
119002, ქ. მოსკოვი, გლაზოვის შეს., სახლი 7, ოფ. 4.
ტელ.: 258 8484, ფაქსი 258 8485

ექსოდერილი® (EXODERIL®)
სარეგისტრაციო ნომერი: სავაჭრო დასახელება: ექსოდერილი®foni

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნაფტიფინი.

ქიმიური დასახელება: N-მეთილ-N-(1-ნაფტიმეთილ)-3-ფენილ-2-პროპენ-1-ამინი (ჰიდროქლორიდის ფორმით).
სამკურნალწამლო ფორმა: გარეგანად გამოსაყენებელი ხსნარი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენ გლიკოლი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ATC კოდი: D01AE22.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ექსოდერილი® – სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც განკუთვნილია გარეგანად გამოსაყენებლად, მიეკუთვნება ალილამინების კლასს. მის აქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს ნაფტიფინი. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტერინის სინთეზის ინჰიბირებასთან, ამასთან ნაფტიფინი ზეგავლენას ახდენს სკვალენეპოქსიდაზაზე, არ ეხება ციტოქრომ P-450 სისტემას. ნაფტიფინი აქტიურია დერმატოფიტების მიმართ, როგორიცაა ტრიქოფიტონი, ეპიდერმოფიტონი და მიკროსპორუმი, საფუარის (Candida), ობის (Aspergillus) და
სხვა სოკოების (მაგალითად, Sporo thrix schenckii) მიმართ. დერმატოფიტების და ასპერგილების მიმართ ნაფტიფინი ფუნგიციდურად მოქმედებს, საფუარის სოკოების მიმართ პრეპარატი ავლენს ფუნგიციდურ ან ფუნგისტატიკურ აქტიურობას მიკროორგანიზმის შტამის მიხედვით. ნაფტიფინს გააჩნია ანტიბაქტერიული აქტიურობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. დადგენილი იქნა, რომ ნაფტიფინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ანთების სიმპტომების, განსაკუთრებით ქავილის, სწრაფ გაქრობას. ექსოდერილი® სწრაფად აღწევს კანში, ჰქმნის მდგრად სოკოს საწინააღმდეგო კონცენტრაციებს სხვადასხვა ფენებში, რაც მის დღეში ერთხელ გამოყენებას ხდის შესაძლებელს.
გამოყენების ჩვენებები

– კანისა და კანის ნაკეცების სოკოს ინფექციები (tinea corporis, tinea inquinalis);
– თითებსშორისი მიკოზები (tinea manum, tinea padum);

– ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (ონიქომიკოზები);
– კანის კანდიდოზები;
– ქატოსებრი ლიქენი;
– ანთებითი დერმატომიკოზები (თანმდევი ქავილით და მის გარეშე);
– სმენის გარე არხის მიკოზი.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის ან პროპილენგლიკოლის მიმართ. არ შეიძლება ხსნარის დატანა ნაჭრილობევ ზედაპირზე.
სიფრთხილით.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვური ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები
ადგილობრივად გამოსაყენებელი. ექსოდერილი® უნდა დატანილი იქნეს კანის დაზიანებულ ზედაპირზე და მის გვერდით უბნებზე დღეში ერთხელ საგულდაგულო გაწმენდის და გაშრობის  შემდეგ, დაზიანების ზონის კიდეების გარშემო დაახლოებით 1 სმ-იანი ჯანმრთელი კანის უბნის დაფარვით. ფრჩხილების დაზიანებისას ხსნარის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია ფრჩხილის დაზიანებული ნაწილის მაქსიმალურად მოცილება მაკრატლითა და ფრჩხილების ქლიბით. მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზებისას – 2 – 4 კვირა (აუცილებლობის შემთხვევაში – 8 კვირამდე), კანდიდოზებისას – 4 კვირა, ფრჩხილების დაზიანებისას უნდა
გამოიყენებოდეს დღეში ორჯერ თერაპიის ხანგრძლივობით 6 თვემდე. ინფექციის რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 2 კვირით კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. სმენის გარე არხის მიკოზებისას მკურნალობა აუცილებელია ჩატარდეს არანაკლებ 14 დღე.
ადგილობრივი მკურნალობა უნდა ჩატარდეს პრეპარატის ხსნარით დასველებული ყურში ბამბის ტურუნდების ჩადების გზით, 5-8 წუთით 1 – 2 ჯერ დღეში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ ყოფილა.
გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი რეაქციები: კანის სიმშრალე, ჰიპერემია და წვა.
გვერდით ეფექტებს ყოველთვის შექცევადი ხასიათი აქვთ და არ მოითხოვენ მკურნალობის მოხსნას.
განსაკუთრებული მითითებები.
დაუშვებელია ექსოდერილის® ხსნარის თვალებში და ღია ჭრილობებზე მოხვედრა.
გამოშვების ფორმა.
გარეგანად გამოსაყენებელი 1-იანი ხსნარი 10 მლ მუქი ფერის ფლაკონებში; 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 30°С-ზე დანალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი:
”სანდოზ გმბხ [ავსტრია], წარმოებულია გლობოფარმ ფარმაცოიტიშე პროდუქტიონს – უნდ ჰანდელსგმბხ” ავსტრია. ბიოჰემიშტრასე 10, A – 6250, კუნდლი, ავსტრია

წარმომადგენლობა მოსკოვში:
119002, ქ. მოსკოვი, გლაზოვის შეს., სახლი 7, ოფ. 4.
ტელ.: 258 8484, ფაქსი 258 8485