რას ამბობს ფრჩხილები თქვენს ჯანმრთელობაზე

იცით თუ არა, რომ ფრჩხილებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ზოგადი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. თეთრი და წითელი ლაქები, ან დატალღვა და დახეთქვა, შეიძლება იყო თქვენს ორგანიზმში მიმდინარე დაავადების გამოხატულება. ფრჩხილებზე ჩანს: ღვიძლის, ფილტვების და გულის პრობლემები. განაგრძეთ კითხვა და გაიგებთ, კიდევ რა საიდუმლო შეიძლება გამოავლინონ ფრჩხილებმა.

მკრთალი ფრჩხილები

ძალიან მკრთალი ფრჩხილები შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული დაავადების ნიშანი, როგორიცაა:

  • ანემია
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა
  • ღვიძლის დაავადებები
  • მალნუტრიცია

თეთრი ფრჩხილები

თუ ფრჩილი ძირითადად თეთრი ფერისაა და დაბოლოებები უმუქდება, ამან შეიძლება მიგვითითოს ღვიძლის ისეთ პრობლემაზე, როგორიცაა ჰეპატიტები. მასთან ერთად შეიძლება შეგხვდეს თითების სიყვითლეც, რომელის ღვიძლიც დაზიანების სხვა ნიშანია.

ყვითელი ფრჩხილები

ფრჩხილების სიყვითლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია სოკოვანი ინფექცია. ინფექციის გაუარესების დროს ფრხილი საწოლიდან შეიძლება აშრევდეს, გასქელდეს და დაიშალოს. იშვიათ შემთხვევებში ყვითელი ფრჩილი შეიძლება მიუთითებდეს ისეთ სერიოზულ მდგომარეობებზე, როგორიცაა: თირეოიდული დაავადება, ფილტვების დაავადება, დიაბეტი ან ფსორიაზი.

მოლურჯო (ციანოზური) ფრჩხილები

მოლურჯო ელფერის მქონე ფრჩხილები გვიჩვენებენ, რომ სხეული ვერ მარაგდება საკმარისი ჟანგბადით. ეს შეიძლება მიგვითითებდეს ფილტვის პრობლემებზე, მაგ., ემფიზემაზე. ასევე გულის ზოგიერთი დაავადებაც შეიძლება ასოცირდეს მოლურჯო ფრჩხილებთან.

დატალღული ფრჩხილები

თუ გვხვდება ფრჩხილის დატალღული ან ჩანაჭდევებიანი ზედაპირი, ეს შეიძლება იყოს ფსორიაზის ან ანთებითი ართრიტის ადრეული ნიშანი. ხშირია ფრჩხილის გაუფერულება, ფრჩხილქვეშა კანი კი მოწითალო-მოყავისფროდ ჩანს.

დახეთქილი ან გაყოფილი ფრჩხილები

მშრალი, მსხვრევადი ფრჩხილები, რომლებიც ხშირად სკდება ან იყოფა, უკავშირდება თირეოიდულ დაავადებას. დახეთქილი ან გაყოფილი ფრჩხილების კომბინაცია ყვითელ ფრჩხილთან უმეტესად სოკოვანი ინფექციის გამოვლინებაა.

შემსხვილებული ფრჩხილის მორგვები

თუ ფრჩხილის ირგვლივ კანი შეწითლდა და შემსხვილდა, ეს ცნობილია, როგორც ფრჩხილის მორგვის ანთება. ეს შეიძლება წითელმა მგლურამ ან სხვა შემაერთებელ ქსოვილოვანმა დარღვევებმა გამოიწვიოს. ფრჩხილის მორგვის სიწითლეს და ანთებას, ასევე, იწევს ინფექცია.

ფრჩხილქვეშა მუქი ხაზები

ფრჩხილქვეშა მუქი ხაზები უნდა გამოვიკვლიოთ რაც შეიძლება სწრაფად. მას ხანდახან, ყველაზე საშიში კანის კიბო – მელანომა იწვევს.

ფრჩხილების კვნეტა

ფრჩხილების კვნეტა შეიძლება სხვა არაფერი იყოს, ძველი ჩვევის გარდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიუთითებდეს მუდმივ მოუსვენრობაზე, რაც მკურნალობას საჭიროებს. ფრჩხილების კვნეტა ან გლეჯა შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს აკვიატებულ ჩვევით დარღვევებთან. თუ ვერ ახერხებთ ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებას, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფრჩხილები არის თავსატეხის მხოლოდ ნაწილი

მიუხედავად იმისა, რომ ფრჩხილის ცვლილებები უკავშირდება და თან ახლავს ჯანმრთელობის მრავალ მდგომარეობას, ეს ცვლილებები იშვიათად წამოადგენენ პირველ ნიშანს. ასევე ფრჩხილის მრავალი ანომალია სრულიად უვნებელია – თეთრი ფრჩხილის მქონე ყველა პიროვნებას არ აქვს ჰეპატიტი.

თუ შეშფოთებული ბრძანდებით თქვენი ფრჩხილის ცვლილებებით, მიმართეთ დერმატოლოგს.