კონტაგიოზური მოლუსკის გამომწვევია პაქსოვირუსი. ტიპური გამონაყარია ვარდისფერი ან კანის ფერის ხაჭოსებური შიგთავსის მქონე პაპულები პრიალა მარგალიტისებური ზედაპირით და ცენტრალური ჭიპისებური ჩაღრმავებით. გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ყველგან მთელს სხეულზე, მაგრამ უმეტესად ხშირია თავზე, კისერსა და ტორსზე. ხშირად გამონაყარს ახასიათებს ჯგუფური განლაგება და შესაძლოა გარშემო თან ახლდეს მსუბუქი ეგზემატოზური რეაქცია. დაავადება ხშირია ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვებში.

გამონაყარი შესაძლოა უკუგანვითარდეს სპონტანურად და პატარა ასაკის ბავშვებში უმჯობესია დარჩეს მკურნალობის გარეშე. მოზრდილებში მკურნალობის მეთოდებს მიეკუთვნება სპეციალური სითხეების წასმა გამონაყარის სრულ გაქრობამდე, კიურეტაჟი, კრიოთერაპია და ელემენტების მექანიკური გახსნა და შიგთავსის გამოღება.