24–26 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე–17 კონგრესს – 17th MEETING OF THE EUROPEAN HAIR RESEARCH SOCIETY (EHRS 2016). აღსანიშნავია, რომ კონგრესი, რომელიც წლის მთავარი მოვლენაა ტრიქოლოგიაში, ამ დრომდე ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. მიუხედავად მაღალი კონკურენციისა და საუკეთესო კონკურენტების არსებობისა, კონგრესის ჩასატარებლად შეირჩა საქართველო. კონგრესზე წარმოდგენილი იყო სასწავლო მასალა მორფოლოგიაში, კლინიკურ ტრიქოლოგიაში და ტრიქოსკოპიაში. განხილული იქნა მკურნალობის ახალი მეთოდები და ტრანსპლანტაციის სიახლეები.  მოხსენებით წარდგნენ სწორედ ის მეცნიერები, რომელთა მიერ შექმნილი გაიდლაინებით სარგებლობს დღეს მთელი მსოფლიო. ესენი არიან: Abraham Zlotogorski (Israel ), Jerry Shapiro (USA), Rolf Hoffmann (Germany), Rodney Sinclair (Australia), Desmond Tobin (UK), Bianca Pirracin (Italy), Ramon Grimalt (Spain), Yuliya Ovcharenko (Ukraine), Bessam Farjo (UK), Nilofer Farjo (UK), Lidia Rudnicka (Poland), Andrew Messenger (UK), Antonella Tosti (USA), Regina Betz (Germany) და სხვა.