კითხვები ვიტილიგოზე

პასუხი: თანამედროვე მედიცინა ვიტილიგოს აუტოიმუნურ დაავადებად განიხილავს. ისიც, როგორც სხვა აუტოიმუნური დაავადებები, დღეისათვის პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც იმუნოლოგია მედიცინის ახალგაზრდა დარგია.
მიუხედავად ამისა, დერმატოლოგებს გააჩნიათ გარკვეული არსენალი ამ დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა ადგილობრივი ხსნარების, გელების, კრემების, აგრეთვე დასალევი აბებისა და პუვა-თერაპიის სახით.
საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ვიტილიგოს სამკურნალო პრეპარატების დეფიციტი იყო და მათ პაციენტები საზღვარგარეთის ქვეყნებში შოულობდნენ. დღეისათვის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა პრეპარატი ვიტიქსი სამკურნალო გელის, შემნიღბავი გელის და მზისგან დამცავი კრემის სახით. მინდა შეგახსენოთ, რომ მკურნალობა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.
კითხვა: მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროული პასუხისათვის. აქვე მინდა გკითხოთ, შედეგიანია თუ არა ფიტოთერაპიული მკურნალობა. მე მაქვს ბალახეული რეცეპტი, თუმცა არ გამომიყენებია.
პასუხი: ვიტილიგოს სამკურნალოდ რაიმე მცენარეული პრეპარატი არ ვიცი, ამიტომ შედეგზეც ვერაფერს გეტყვი. ვიცი მხოლოდ ქრისტესისხლას იყენებენ თეთრი ლაქების შესაღებად, რასაც მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულება აქვს, ამასთან ჭარბი რაოდენობით გამოყენებას შეიძლება აქერცვლა მოჰყვეს.
კითხვა: გთხოვთ მომწეროთ სკლეროატროფიული ლიქენის და სკლეროდერმიის შესახებ. რამდენადაც ვიცი, ეს დაავადებები ძალიან ჰგავს ვიტილიგოს. რადგანაც ჩემი ლაქები არის იღლიებში და ბიკინის მიდამოებში (ძველი ლაქები გამიჩნდა უფრო ადრე მუცლის და წელის არეში), ხომ შეიძლება, მეც ეს მჭირდეს. მაინტერესებს გამომწვევი მიზეზი და თუ განკურნებადია
პასუხი: დერმატოლოგისთვის ძალიან ადვილია ამ სამი დაავადების დიფერენცირება პალპაციით (ხელით გასინჯვით). ელემენტარულად რომ ვთქვათ, ვიტილიგოს დროს კანის რელიეფი შეუცვლელია, სკლეროდერმიის დროს კანი შესქელებულია, სკლეროატროფიული ლიქენის დროს კი, პირიქით, გათხელებული. ამას გარდა, არის სხვა განმასხვავებელი კლინიკური ნიშნებიც. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, სწორი იქნება, შენს დაავადებაზე იზრუნო და მსოფლიო დერმატოლოგიურ პრობლემებზე ფიქრს თავი დაანებო. ცხოვრება უფრო მარტივი იქნება. :)

პასუხი: თეთრი ლაქები სხეულზე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზით. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მზისგან ნარუჯის სხვადასხვა ინტენსივობით მიღება -როდესაც კანის ნაწილი ჩამოიფცქვნება და შემდგომ მიღებული ნარუჯი ძველთან შედარებით ნაკლები ინტენსივობისაა. ასეთ შემთხვევაში ლაქები მოთეთრო ფერისაა, მაგრამ კანის ბუნებრივ სითეთრესთან შედარებით მუქია და ჩნდება აქერცვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში თეთრი ლაქები შესაძლოა იყოს ისეთი დაავადების გამოხატულება, როგორიცაა ვიტილიგო, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ვამჩნევთ გარუჯვის შემდეგ. ამ დაავადების დროს დარღვეულია მელანოგენეზის პროცესი, ანუ კანის მიერ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დამცავი ნივთიერების – მელანინის წარმოქმნის პროცესი. კლინიკურად ასეთ ლაქებს აქერცვლა არ ახასიათებთ. პირველ შემთხვევაში გარუჯვას ზიანის მიყენება არ შეუძლია. მეორე შემთხვევაში მზეზე ყოფნა აკრძალულია.