ტოპიკრემი – მაღალეფექტური დამატენიანებელი ემულსია სახისა და სხეულისათვის
თვისებები:
განკუთვნილია სხეულისა და სახის კანის მოვლისთვის. თმის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების უნიკალური კომბინაციის წყალობით, ტოპიკრემის დამატენიანებელი ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.
ტოპიკრემი:
- აღადგენს კანის ჰიდრატაციის ხარისხს;
- აღადგენს და კვებავს ჰიდრო-ლიპიდურ შრეს;
- ამცირებს კანის დაჭიმულობას, კანს ხდის უფრო რბილს და ელასტიურს;
- მომენტალურად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას კანის ზედაპირზე.
ჩვენებები:
- ტოპიკრემის გამოყენება რეკომენდებულია კანის ნებისმიერი ტიპის მქონე ადამიანებისთვის, მზეზე ან სიცივეში ყოფნის, წყლის პროცედურებისა და სოლარიუმის შემდეგ. სარეცხი საშუალებების აგრესიული ზემოქმედებისას კანზე;
- ახასიათებს მაღალი ტოლერანტობა;
- ჰიპოალერგიულია, არაკომედოგენურია.
გამოიყენება ახალშობილების, ბავშვებისა და მოზრდილების კანის მოვლისთვის.
აქტიური ნივთიერებები:
- შარდოვანა – 2%
- გლიცერინი – 9,5%
- ფუტკრის ცვილი
- პარაფინის ზეთი
გამოშვების ფორმა:
ტუბი მოცულობით 200 მლ.
ფლაკონი დოზატორით 500 მლ.

ტოპიკრემი SOS აღმდგენი ტანისთვის
ულტრა დამატენიანებელი კრემი მშრალი და აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის.
თვისებები:
- აქვს გამოხატული კერატოლიზური ეფექტი მასში შემავალი შარდოვანას მაღალი კონცენტრაციის გამო. აღადგენს კანის ჰიდრატაციის დონეს ტოპიკრემში შემავალი დამატენიანებელი და დამარბილებელი ნივთიერებების – შარდოვანა 10% და რძის მჟავას გამო. კერატოლიზური და დამატენიანებელი ეფექტი ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში;
- აღადგენს კანის დამცავ ფენას;
- აქრობს კანის დაჭიმულობის შეგრძნებას, ხდის ნაზს, რბილს და ელასტიურს;
- სწრაფად შეიწოვება და კანზე არ ტოვებს ცხიმოვან ფენას.
ჩვენებები:
ჰიპერკერატოზით და აქერცვლით მიმდინარე კანის დაავადებები:
- ატოპიური დერმატიტი/იქთიოზი/ლიქენი, ეგზემა რემისიის პერიოდში;
- მედიკამენტოზური თერაპიით გამოწვეული კანის სიმშრალე;
- სხივური თერაპიის შემდეგ PUVA – თერაპიით (ფსორიაზის დროს) გამოწვეული კანის სიმშრალე;
- კანის სიმშრალე გამოწვეული მზეზე, სიცივეში, ზღვაზე, აუზში, საუნაში ყოფნის შემდეგ, სარეცხი საშუალებების აგრესიული ზემოქმედებით კანზე.
გამოყენების მეთოდები:
დღეში 1-2-ჯერ უნდა იქნას წასმული (შეზელვითი მოძრაობებით) სუფთა კანზე, აქერცლილ უბნებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით. არ შეიძლება წასმა კანის დაზიანებულ უბნებზე, სახეზე, ახალშობილის ნაზ კანზე.
აქტიური ნივთიერებები:
- შარდოვანა – 10%
- რძის მჟავა
- ფუტკრის ცვილი
- პარაფინის ზეთი
გამოშვების ფორმა
ტუბი მოცულობით 200 მლ.

ტოპიკრემი – ხელის ულტრა-ნაზი კრემი
თვისებები:
- ატენიანებს კანს წასმისთანავე და ხანგრძლივად;
- არბილებს, ამშვიდებს და კურნავს კანს;
- ხსნის დაჭიმულობას და ელასტიურობას ანიჭებს;
- იცავს კანს, ხელს უწყობს წყლის შენარჩუნებას უჯრედებში.
აქტიური ნივთიერებები:
- შარდოვანა – 5%
- ალანტოინი
- გლიცერინი
- პარაფინის ზეთი
გამოშვების ფორმა: 50მლ

ტოპიკრემი – ულტრა აღმდგენი კრემი ფეხის ტერფებისთვის.
გამოყენება: ძალიან მშრალი ტერფებისთვის, ქუსლების ნახეთქებზე.
მოქმედება: აღადგენს ტერფების კანს და ხანგრძლივი დროით კვებავს მას.
თვისებები: სწრაფად შეიწოვება, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას.
შემადგენლობა: შარდოვანა 10%, ალანტოინი, გლიცერინი.
გამოშვების ფორმა: ტუბი მოცულობით-150 მლ.
ტოპიკრემი – დასაბანი და დამცავი გელ-ქაფი საპნის გარეშე (ბიოეკოლია)
მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის.
ჰიგიენური საშუალება მომავალი თაობის კანის ეკოდაცვისთვის.
აქტიური კომპონენტები:
- ბიოეკოლია (ოლიგოპოლისაქარიდი)
- α – ბისაბოლოლი
თვისებები:
- იდეალურია მშრალი და მგრძნობიარე კანის ყოველდღიური მოვლისთვის;
- არ შეიცავს საპონსა და ქიმიურ საღებავებს, PH-ნეიტრალურია;
- ბალანსირებული ფორმულაა, აქვს სასიამოვნო სუნი;
- ჰიპოალერგიულია.
მოქმედება:
- იცავს, აღადგენს, ხელს უწყობს და ასტიმულირებს კანის ნორმალურ მიკროფლორას;
აძლიერებს კანის დამცველობით მექანიზმებს და იცავს მას მავნე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებისგან;
ამშვიდებს, არბილებს ყველაზე მგრძობიარე კანსაც კი;
- ხელს უწყობს კანის კომფორტს.
ჩვენება:
- ახალშობილების, ბავშვებისა და მოზრდილების კანის მოვლისთვის;
- ინტიმური ჰიგიენისთვის.
გამოყენების მეთოდი – წასმული უნდა იქნას ტენიან კანზე, აქაფდეს და შემდეგ მოხდეს გულდასმით ჩამობანა.
გამოშვების ფორმა – ფლაკონი დოზატორით – 500მლ.
ტოპიკრემი – სხეულის დასაბანი და PV სამკურნალო გელ-ქაფი
ჩვენება:
სოკოვანი ინფექციისკენ მიდრეკილი კანის (სხვადასხვაფერი პიტირიაზი) მოსავლელი საშუალება.
აქტიური კომპონენტები
- პიროქტონ ოლამინი 1% – სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც ებრძვის და ანელებს კანის მიკოზის გამომწვევი Pytiriasis versicolor– ის გამრავლებას;
- რძის მჟავა.
თვისებები:
- არეგულირებს აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის მიკროფლორის ბალანსს;
- ამცირებს კანის აქერცვლას, კუპირებას უკეთებს კანის ქავილს და იცავს მას გაღიზიანებისაგან;
- ეფექტურია მიკოზებისკენ მიდრეკილი კანის სამკურნალოდ;
- ახდენს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას და ამით უზრუნველყოფს კანის კომფორტულ მდგომარეობას;
- დასაბანი გელი უზრუნველყოფს სასიამოვნო დაბანას.
გამოყენების მეთოდები: წაისვით კანზე, ააქაფეთ, დაიტოვეთ 5 წუთი და შემდეგ გულდასმით დაიბანეთ.
მკურნალობის კურსი: ყოველდღე, 20 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: 2-3-ჯერ კვირაში.
არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: 250 მლ.
ტოპიკრემის პროდუქცია იყიდება “ჯი პი სი”-ს აფთიაქებში.
წარმომადგენლობა საქართველოში: “ფიკ მედიკალი“.
ტელ/ფაქსი: 55-20-59.
ელ-ფოსტა: fic_georgia@mail.ru
ვებ-გვერდი: www.ficmedical.ru