თმა ადამიანის, როგორც ინდივიდის, განუყოფელი ნაწილია. ყველა დროში და ყველა ქვეყანაში მას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა და წარმოადგენს ინდივიდუალობის გამოხატვის მნიშვნელოვან საშუალებას. ამასთანავე ჯანმრთელი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს და მისი სწორად მოვლისათვის სასურველია მის შესახებ გარკვეული ცოდნა.
საინტერესო ფაქტები თმის შესახებ:
• დღე-ღამის განმავლობაში თმა სულ რაღაც 0,35 მმ-ით იზრდება.
• თმის დაბანვისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 35-45 გრადუსი.
• ამერიკელი სპეციალისტების გამოკვლევების თანახმად, თმის ცვენით მამაკაცთა 60%, ქალთა 25-40% იტანჯება.
• ყოველდღიურად ჯანმრთელ ადამიანს 50-დან 100 ღერამდე თმა სცვივა.
• ადამიანის კანის 95% თმით არის დაფარული.
თემატურად მსგავსი გვერდები:
- ალოპეცია (თმის ცვენა)
- ალოპეციის დიაგნოსტიკური ალგორითმი
- ალოპეციის მკურნალობის პრინციპები