სხვადასხვა

პასუხი: დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ საუკეთესო ვარიანტია სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე და რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო პროფილაქტიკური კურსის ჩატარება. თუ ამის შესაძლებლობა არ არის (უცნობი პარტნიორი, ან მისი კატეგორიული უარი გამოკვლევაზე, ან სხვ.), უნდა დაელოდოთ კლინიკურ გამოვლინებას (წვა, ტკივილი, გამონადენი, გამონაყარი და სხვ.) და ასეთის შემთხვევაში მიმართოთ ვენეროლოგს. სისხლის შემოწმებას სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე აზრი აქვს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ.

ვენერიული დაავადების გამოკვლევა და მკურნალობა ჩემ კომპეტენციაში არ შედის და თავს უფლებას ვერ მივცემ წამლები დაგინიშნო, მაშინ, როდესაც გამოკვლევით არ გაქვს დადგენილი თუ რა გჭირს. მე შემიძლია შემდეგნაირად დაგეხმარო: ხვალ ან როდესაც მოისურვებ (რაც მალე უკეთესი) მოდი დილით მოუშარდავი ჩვენს ინსტიტუტში და ჩვენს ვენეროლოგებს გაგასინჯებ (თუ პრობლემა გაქვს ანონიმურობაც დაცული იქნება), ისინი გაგიკეთებენ ანალიზებს და ჩაგიტარებენ მკურნალობას. სამარცხვინო და მოსარიდებელი აქ არაფერია, ხდება ხოლმე. თუმცა ჭკუა იხმარე სხვა შემთხვევებში და იცოდე, რომ არსებობს “ტრიფერზე” უარესი დაავადებებიც, რომლებიც ძნელად ინკურნება, ან საერთოდ არ ინკურნება. ინსტიტუტში მეორე სართულზე იპოვი ჩემ ოთახს.

პასუხი: „მაზოლების” მკურნალობის რამოდენიმე გზა შემიძლია შემოგთავაზოთ:  1. აფთიაქში  იყიდება სპეციალური დასარბილებელი პლასტირები. შეგიძლიათ ინსტრუქციას გაეცნოთ და თქვენ თვითონ დაიკრათ. 2. ჩვენთან ინსტიტუტში შეგიძლიათ მობრძანდეთ და ექთანი დაგადებთ კოჟიჟზე სპეციალურ წამალს. 3. ჩვენს ინსტიტუტში მოქმედებს პოდოლოგიური კაბინეტი, სადაც ექიმი პოდოლოგი აპარატით ამუშავებს კოჟიჟებს. სამივე ეფექტურია. განსხვავება კვალიფიკაციასა და ფასებშია.

პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი სურათი შეესაბამება ტელეანგიექტაზიებს. მისი მოშორება შეიძლება ელექტროკოაგულაციით კოსმეტიკის კაბინეტში.

პასუხი: რამოდენიმე ხნით უნდა მიატოვო გაპარსვა. პინცეტით ამოიღო ჩაბრუნებული თმები და დაამუშავო უფერო კასტელანის სითხით, ჩხირზე ბამბით, სანამ წარმოქმნილი ანთებითი კვანძები კანის დონეზე არ დადგება და ქერქი არ მოშორდება, არ გაიპარსო.  

პასუხი: შეგიძლიათ იხმაროთ მაზოლის წამალი, რომელიც დაარბილებს და შესაძლოა ამოაგდებს კიდეც მეჭეჭს, მაგრამ შემდეგ საჭირო იქნება მისი მოწვა ქარჩაულით (როცა გარქოვანებული აღარ იქნება).