სუპრასტინი®
Suprastin®
შემადგენლობა: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი
გამოშვების ფორმები : ტაბლეტები 25 მგ #20, ამპულები, 1 მლ/20მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯუფი:
ჰისტამინური H1 – რეცეპტორების ბლოკატორი.
ჩვენებები:
• მწვავე და ძლიერი ალერგიული რეაქცია (ლაქები, გამონაყარი კანზე, შეშუპება, Mმწერის ნაკბენი)
• ნებისმიერი წარმოშობის სურდო (ალერგია, გაცივება)
• ალერგიის პროფილაქტიკა (აცრის ან ანტიბიოტიკის მიღების წინ)
• გრიპი, გაცივება (სურდოს შესამცირებლად და ცრუ კრუპის პროფილაქტიკისათვის)
• მაღალი ტემპერატურა (სიცხის დამწევი წამლის მოქმედების გასაძლიერებლად)
სუპრასტინი
• მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატია
• ბავშვებში ინიშნება 1 თვის ასაკიდან (ხსნის ქავილს, ამშვიდებს ბავშვს)
• საუკეთესო არჩევანია ძლიერი ქავილის დროს
• ეფექტურია ნებისმიერი გენეზის სურდოს დროს, მათ შორის, ალერგიული, არაალერგიული, ვაზომოტორული – ამცირებს ცხვირიდან გამონადენს და ცხვირის წვეთების საჭიროებას
• მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ამცირებს პარაცეტამოლის საჭიროებას
• აქვს გამოშვების ორი ფორმა ტაბლეტები და ამპულები (სასწრაფო დახმარება მწვავე და ძლიერი ალერგიული რეაქციის დროს)
• ტაბლეტებს დაემატა ღარი ზუსტი დოზირებისთვის
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
- ასთმის მწვავე შეტევა;
- დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში 1 თვემდე;
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად, დაუღეჭავად წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
მოზრდილებში:Mჩვეულებრივი დოზა 75-100 მგ (ერთი ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ).
ბავშვებში: 1-12 თვის ასაკში: 2-3-ჯერ ¼ ტაბლეტი; 1-6 წლის ასაკში: 3-ჯერ ¼ ან 2-ჯერ ½ ტაბლეტი.; 6-14 წლის ასაკში: 2-3-ჯერ ½ ტაბლეტი.