SPREGAL

სპრეგალი – SPREGAL
პრეპარატი მუნით დაავადებულთა სამკურნალოდ

SPREGALშემადგენლობა (ბალონში 152 გ):
ესდეპალეტრინი – 0,663%;
პიპერონილის ბუტოქსიდი – 5,305%;
შემავსებელი: ეთანოლი, დიეთილენგლიკოლ მონოეთილის ეთერი, მაკროგლიცერიდი, პროპელენტური აირი HFA 134a.

თვისებები: მუნის საწინააღმდეგო საშუალება.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ესდეპალეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიურ შხამს მწერებისათვის. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კათიონური ცვლის მოშლით, რომელიც დაკავშირებულია ნერვული უჯრედების მემბრანების შეღწევადობის დარღვევასთან. პიპერონილის ბუტოქსიდი აძლიერებს ესდეპალეტრინის მოქმედებას, ვინაიდან ახდენს მწერების მიერ გამოყოფილი ფერმენტების ბლოკირებას. სპეციალურად შემუშავებული შემავსებელი საშუალებას იძლევა პრეპარატი განაწილებულდეს სხეულის მთელ ზედაპირზე და ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების შეღწევას ეპიდერმისის ზედაპირული ფენის მეშვეობით მუნის შესასვლელი ხვრელების სიღრმეში.

ჩვენებები: მუნი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში, დემოდეკოზი
გვერდითი მოვლენები: სპრეგალი კარგად გადაიტანება. შესაძლებელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რაც ჩვეულებრივ სწრაფად გაივლის.
უკუჩვენებები: ერთ-ერთი კომპონენტის ინდივიდუალური გადაუტანლობა.

გამოშვების ფორმა: აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის, ბალონში 152 გ.

ficmedicalმწარმოებელი: ლაბორატორია “OMEGA PHARMA” (საფრანგეთი)
წარმომადგენლობა საქართველოში: “ფიკ მედიკალი”
ტელ/ფაქსი; 995 (32) 55 20 59 www.ficmedical.ru