კითხვები აკნეს შესახებ

პასუხი: კანის ანთებითი პროცესის შედეგად აკნეს შემდეგ შეიძლება დარჩეს ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერტროფიული (კანის ზედაპირიდან წამოწეული ) ან ატროფიული (კანის ზედაპირიდან ჩაწეული) ნაწიბურები, რაც კანის ზედაპირს უსწორმასწორო სახეს აძლევს. ამ კოსმეტიკური დეფექტების აღმოფხვრას ინდივიდუალური მიდგომა და საკმაო დრო და მოთმინება სჭირდება. თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიას გააჩნია სხვადასხვა საშუალება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად  – თერაპიული და ქირურგიული მეთოდები: სხვადასხვა პრეპარატი, ქიმიური პილინგი, დერმაბრაზია, ლაზერული თერაპია და სხვა. 

პასუხი: შენი სურათებიდან ჩანს, რომ გაქვს ცხიმიანი კანი და აკნე. თუ მენსტრუალური ციკლი არ გაქვს დარღვეული და სხვა პრობლემები არ გაქვს, შესაძლოა მხოლოდ ცხიმიანი კანისათვის ადგილობრივი მოვლის საშუალებების გამოყენება, მაგალითად, Derma clear-ის აკნეს ტრიადა სახლის პირობებში მკურნალობისათვის. თუ რაიმე დარღვევა გაქვს, ჯობია ჯერ გამოკვლევა ჩაიტარო, რადგან ისე მკურნალობას შედეგი არ ექნება.

პასუხი: ზურგზე გამონაყარი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ლაქოვანი, კვანძოვანი, ატროფიული და ასე შემდეგ. გამოაგზავნე სურათი და მომწერე რა გაწუხებს: ქავილი, ტკივილი თუ რა…

პასუხი: დალაცილი  იგივე კლინდაცინია და ნაჩვენებია აკნეს ანთებით ელემენტებზე – წითელ კვანძებზე. არაანთებით კვანძებს – კომედონებს სჭირდება ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებები, სკრაბები, დასაბანი გელები და შესაძლოა კოსმეტიკური პროცედურები. 

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ ჰორმონული დისბალანსი აღარ გაქვთ, რასაც ადასტურებს თქვენი წარმატებული ფეხმძიმობა და მშობიარობა, აგრეთვე კანის გაჯანმრთელება. სავარაუდოდ არც მომავალში არ უნდა გქონდეთ აკნეს პრობლემა.

პასუხი: გარუჯვის შემდეგ აკნეს შემთხვევაში პაციენტებთა უმრავლესობა თავს უკეთესად გრძნობს _ ჩირქოვანი ინფექცია ქრება. ასეთი დადებითი ზემოქმედება აიხსნება მზის სხივების ერთგვარი ბაქტერიოციდული თვისებით, აგრეთვე კანის ცხიმიანობის შემცირებით.

პასუხი: როაკუტანი ინიშნება აკნეს მძიმე, ზოგჯერ საშუალო სიმძიმის ფორმების დროს, როდესაც სხვა მკურნალობა უშედეგოა. ამ პრეპარატით მკურნალობისას დადებით შედეგებთან ერთად მოსალოდნელია ზოგიერთი უარყოფითი მოვლენაც, მათ შორის კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, რაც პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აკნეს სიმძიმის ხარისხზე და როაკუტანით მკურნალობის შედეგზე. ამ უარყოფითი მოვლენის მოსახსნელად, თქვენს შემთხვევაში, სასურველია პრეპარატის დოზის შემცირება, რაც თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

პასუხი: სავარაუდოდ გაქვთ კომედონალური აკნე, რომლისთვისაც დამახასიათებელია თეთრი და შავი ცხიმგროვები. შესაძლოა გქონდეთ მილიუმის კვანძები (კაფსულირებული ცხიმგროვები). თქვენ თვითონ ნუ აწვალებთ ხელით, მიმართეთ სპეციალისტს, დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს.