პოლკორტოლონი

TRIAMCINOLONE ACETONIDE
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი

პოლკორტოლონიშემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.
კრემი 0.1%: ტუბში 15 გ
ტრიამცინოლონის აცეტონიდი – 1 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ქავილის და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი თრგუნავს კანის ანთების, ალერგიული წარმოშობის ანთების ჰუმორულ და უჯრედულ მექანიზმებს.

ჩვენებები:
- კანის კონტაქტური, ალერგიული და სებორეული დერმატიტი;
- ეგზემა;
- სტროფულუსი;
- მულტიფორმული ერითემა;
- პრურიგო;
- მწერების ნაკბენი.

პოლკორტოლონიდოზირების რეჟიმი:
მალამო თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში – 1-2-ჯერ. საგანგებო ლიქენიფიკაციის ან ჰიპერკერატოზის დროს პრეპარატი გამოიყენება მკურნალობის მეორე ფაზაში – კრემის გამოყენების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს ერთიდან ორ კვირას. მისი სახის კანზე გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. 2 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით ერთხელ დღეში მცირე მონაკვეთზე, მისი სახის კანზე გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეპიდერმისის ზრდა, კანქვეშა უჯრედების ატროფია და სტრიების წარმოქმნა. შესაძლებელია კანის სიწითლისა და ჰიპერკერატოზის სიმპტომების განვითარება, აგრეთვე კანქვეშა სისხლდენა და სისხლჩაქცევა. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. კანის მწვავე გაღიზიანების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს

უკუჩვენებები:
კრემის ფუძის კომპონენტების ან კორტიკოიდების მიმართ ალერგია. კანის ტუბერკულოზი, კანის ვირუსული და მიკოზური დაავადებები, ჩუტყვავილა, კანის საფარველის სიმსივნური დაავადებები, ერთჯერადი და ვულგარული გამონაყარი, პერიორალური დერმატიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ფონზე წვივის ტროფიკული წყლული.

Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ფარმაცევტული ქარხანა “ელფას” ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ფარმაცევტული კომპანია “გეა”
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, 6
ტელ: +(995 32) 38 47 66
ფაქსი: +(995 32) 95 81 54