პოლეზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორი

შემადგენლობა:

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი

გამოშვების ფორმები:

შემოგარსული ტაბლეტები 5 მგ #14, წვეთები 5 მგ/მლ, 20 მლ ფლაკონი.

ჩვენებები: ალერგიული რეაქციების კუპირება და პროფილაქტიკა

•          სეზონური და პერსისტიური ალერგიული რინიტი

•          ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება

უპირატესობები:

•          შეიცავს მხოლოდ აქტიურ ნივთიერებას.

•          სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან – მოქმედებას იწყებს მიღებიდან 15 წუთში.

•          საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

•          გამოირჩევა მძლავრი ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით.

•          გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

•          მოქმედებს ხანგრძლივად – 32 საათამდე.

•          არ იწვევს ძილიანობას.

•          არ გროვდება ორგანიზმში.

•          თავისუფლად ინიშნება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

•          არ იწვევს შეჩვევას ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში.

დოზირება:

6 წლის ასაკიდან – 1 ტაბლეტი  5 მგ დღეში 1 –ჯერ

ან  წვეთები 5 მგ=  1 მლ= 20 წვეთს, რაც 1 ტაბლეტის ტოლფასია.

2-6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია წვეთების მიღება –

5 წვეთი  (0,25 მლ) დღეში 2 ჯერ, დღიური დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს

მკურნალობა გრძელდება სიმპტომების გაქრობამდე, შესაძლებელია ხანგრძლივად – 18 თვემდე უწყვეტად დანიშვნა.

ხანდაზმულ ასაკში  არ არის საჭირო დოზის შემცირება.

ქრონიკული თირკმლის უკმარისობისას საჭიროა დოზის შემცირება 2-ჯერ – (1  ტაბლეტი დღეგამოშვებით ან 1 ტაბლეტი 3 დღეში ერთხელ თუ  კრეატინინის კლირენსი< 29 მლ/წთ).

უკუჩვენებები:

•          მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ,

•          მძიმე თირკმლის უკმარისობა,

•          ორსულობა, ლაქტაცია (რისკი/სარგებელის შეფასებით)  (ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ლევოცეტირიზინმა არ გამოავლინა უარყოფითი მოქმედება ნაყოფზე).