პოლკორტოლონი TC

TRIAMCINOLONE ACETONIDE; TETRACYCLINE
Tarchomin Pharmaceutical Works “POLFA” S.A. პოლონეთი

პოლკორტოლონი TCშემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ
1 ფლ.
ტრიამცინოლონის აცეტონიდი – 10 მგ
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი – 400 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
სპან 85, იზოპროპილის მირისტატი, პროპანის და ბუტანის ნარევი (დრივესოლი 35).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დათრგუნვის გზით.

ჩვენებები:
- მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, ურტიკარია);
- კანის დაავადებები განპირობებული ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე შერეული ინფექციები (იმპეტიგო, ფურუნკულოზი, ფოლიკულიტი, ჰიდრადენიტი, წითელი ქარი და სხვა).

დოზირების რეჟიმი:
კანის დაზიანებულ უბანზე აფრქვევენ ნაკადს აეროზოლიდან 1-3 წამის განმავლობაში, ფლაკონი უჭირავთ ვერტიკალურად კანიდან 15-20 სმ-ის დაშორებით.
პროცედურას ატარებენ დღეში 2-4-ჯერ თანაბარი დროის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს. საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.
პოლკორტოლონი თჩ არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, სიფრთხილით ინიშნება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მხოლოდ დღეში ერთხელ, კანის მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენებები:
კანის ინფიცირებული დაზიანებები, მათ შორის ვირუსული, სოკოვანი, კანის ტუბერკულოზი, კანის საფარის ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, ვაქცინაციის პერიოდი, გლაუკომა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.
ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

Tarchomin Pharmaceutical Works “POLFA” S.A. პოლონეთი
ფარმაცევტული ქარხანა “პოლფა ტარხომინის” ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ფარმაცევტული კომპანია “გეა” თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, 6 ტელ: +(995 32) 38 47 66
ფაქსი: +(995 32) 95 81 54