პიპოლფენი

პიპოლფენი®

PIPOLFEN®

საერთაშორისო სახელწოდება:  პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

გამოშვების ფორმები: საინექციო ხსნარი 2 მლ 10 ამპულა,  დრაჟე 25 მგ # 20

ჩვენებები

-     ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა. ანაფილაქსიური რეაქციების დამხმარე თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით.

-     პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ.

-     ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

-     ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან  ერთად ტკივილის მოსახსნელად.

-     ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და “მოძრაობის დაავადების” პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა.

უკუჩვენებები

•     მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

•     კომატოზური მდგომარეობა

•     ასაკი 2 თვემდე;

•     ორსულობა და ლაქტაცია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები

ალერგიის დროს: 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს.

გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12,5-25 მგ-ის მიღება ყოველ 4-6 საათში.

მგზავრობის დროს გულისრევისა და “მოძრაობითი დაავადების” პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: 25მგ-ს 2-ჯერ დღეში, მიღება რეკომენდირებულია მგზავრობამდე 30 წუთით – 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150მგ-ს.

ბავშვები

პერორალური მიღება რეკომენდირებულია ბავშვებისათვის მხოლოდ 6 წლის ზემოთ ასაკში.

აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვებს 4-6 წლის ასაკში შეიძლება დაენიშნოთ 25მგ 3-4-ჯერ დღეში.

საინექციო ფორმა არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე!

2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0,5 – 1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5 – ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად