პერიტოლი

პერიტოლი®

Peritol®

საერთაშორისო სახელწოდება: ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სეროტონინის და ჰისტამინის ანტაგონისიტი

გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ

ჩვენებები

•     ალერგიული მდგომარეობები, განსაკუთრებით თანხლებული ქავილით – მაგალითად: მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ეგზემატოზური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, შრატის დაავადება, მწერების ნაკბენი;

•     სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი (შაკიკი, ჰისტამინური თავის ტკივილი);

•     პაციენტები უმადობით და დასუსტებული ავადმყოფები. პაციენტების მადის გასაძლიერებლად და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნეიროგენური ანორექსიის, იდიოპათიური ანორექსიის, ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადებების, გამოფიტვის დროს, გადატანილი ინფექციების შემდეგ ან გამოჯანმრთელების ეტაპზე მყოფი ავადმყოფებისათვის.

უკუჩვენებები

•     მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ;

•     ასთმის მწვავე შეტევა;

•     ორსულობა, ლაქტაცია

•     გლაუკომა, კუჭის მასტენოზირებელი წყლული, სფინქტერის ობსტრუქცია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი შესაბამისი სიმპტომებით (და შარდის შესაძლო შეკავებით);

•     დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების მიღება

•     2 წლამდე ასაკი

დოზირება:

მოზრდილები:

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (10 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში).

მწვავე შაკიკის დროს რეკომენდირებული დოზაა 4 მგ (10 მლ ერთჯერადად) დღეში. თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, იგივე დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს 8 მგ-ზე მეტი დოზით მიღება (10 მლ 2-ჯერ) 4-6- საათის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (10 მლ 3-ჯერ).

მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (სიროფის 20 მლ დღეში).

ბავშვები:

2 წლის ზევით ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 0,25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კვ.მ.

2-6 წლამდე ასაკის ბავშვები: 4-6-მგ-ს (5 მლ 2-3- დღეში) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ-ს (10 მლ 3-ჯერ დღეში).

7-14 წლამდე ასაკის ბავშვები:  ჩვეულებრივი დოზა შეადგენს  8-12 მგ-ს (10 მლ 2- ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზიდ მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდირებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (10 მლ 4-ჯერ).