PARLAZIN®
საერთაშორისო სახელწოდება: ცეტირიზინე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალება
გამოშვების ფორმები : შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ #10, #30 , წვეთები 10 მგ/მლ 20მლ ფლაკონში
ჩვენებები
- მუდმივი ალერგიული რინიტი
- სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი
- ქავილი
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება
თვისებები და უპირატესობები
– პარლაზინი განსაკუთრებით ეფექტურია კანისმიერი ალერგიების დროს
– ალერგიულ ბავშვებში ახდენს ბრონქული ასთმის პროფილაქტიკას
– სრულიად უსაფრთხოა ხანგრეძლივად (მაგ.: 18 თვე უწყვეტად) მიღებისას
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
- ძუძუთი კვება
- ორსულობა წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას.
გამოყენების წესი
უფროსები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ჩვეულებრივი დოზა – 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში, სასურველია ღამით. ხანდაზმულ ავადმყოფებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია წვეთები.
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დოზა – 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში (ერთი დილით, მეორე საღამოს); ან ერთი მთლიანი ტაბლეტი საღამოს.