ორსულობა და კანი

ორსულთა დერმატოლოგიური პრობლემები

ორსულობას თან სდევს კანის და მისი დანამატების მნიშვნელოვანი მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს კანის დაავადებებიც, რომლებიც სპეციფიკურია ორსულებისათვის. მოსახერხებელია ორსულებში კანის ცვლილებათა შემდეგი კლასიფიკაცია:
• კანის ფიზიოლოგიური ცვლილებები;
• კანის დაავადებები, რომლებიც სპეციფიურია ორსულებისათვის;
• კანის დაავადებები, რომლებიც მწვავდება ორსულობის დროს;
• კანის სიმსივნეები, რომელთა ზრდა ჩქარდება ორსულობის დროს.