ონლაინ კონსულტაცია

საკონსულტაციო გვერდზე ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ თქვენი დერმატოლოგიური პრობლემების გადაჭრაში. პრობლემა სასურველია, ჩამოაყალიბოთ სუბიექტური შეგრძნებების დასახელებით, გამონაყარის ლოკალიზაციის (მდებარეობის) აღწერით და ფოტოსურათის თანდართვით გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tina_kituashvili@yahoo.com (ანონიმურობა დაცული იქნება)

მაგალითისათვის:

პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი კლინიკური სურათით შეიძლება ვივარაუდოთ თავის თმიანი მიდამოს სებორეაზე ან ფსორიაზზე. დიაგნოზის დაზუსტებისათვის სასურველია ვიცოდეთ თქვენი ასაკი, ცხიმიანია თქვენი თმა თუ არა, ქერცლები ადვილად შორდება კანს, თუ მოცილებისას იწვევს წერტილოვან სისხლდენას, ქერცლები მოყვითალო და ცხიმიანია, თუ მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის. სასურველია გამონაყარი აღნიშნული ნიშნებით შეაფასოს დერმატოლოგმა. დიაგნოზის დაზუსტებამდე მკურნალობაზე ლაპარაკი არ არის სწორი. 

პასუხი: სავარაუდოდ თქვენ გაქვთ კანის სოკოვანი დაავადება-საზარდულის ეპიდერმოფიტია, რომლისთვისაც ტიპიურია აღწერილ მიდამოებში (საზარდულში) ლოკალიზაცია და თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები. თქვენი დაავადება გამწვავებულია და მას ხელს უწყობს ოფლიანობა აღნიშნულ მიდამოში. სასურველია დაათვალიეროთ ფეხის თითებს შუა არეები და ფეხის ფრჩხილები, ხომ არ არის იქაც რაიმე პათოლოგიური ცვლილება. თქვენი წერილის მიხედვით გასაგებია, რომ დიაგნოზის დაზუსტება ლაბორატორიულად შეუძლებელია. მკურნალობა რეკომენდებულია ადგილობრივად რივანოლის 0,1 % ხსნარის საფენებით, რომელიც კეთდება 4-6 ფენა ბინტის ნაჭერის დაფენით აღნიშნულ მიდამოებში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ყოველ საათში მთელი დღის განმავლობაში. თუ ეს შეუძლებელია თქვენი სამუშაოს გამო, შეგიძლიათ ოფლიანობის და სისველის შესამცირებლად იხმაროთ ბავშვის მისაფრქვევი. ღამით შეგიძლიათ იხმაროთ ანტიმიკოზური კრემი. რომ ვიცოდე რომელ ქვეყანაში ხართ, იმ ქვეყნის პრეპარატს დაგისახელებდით. შიგნით მისაღებად (დასალევად) რეკომენდებულია მიიღოთ ქავილის და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (იკითხეთ ადგილობრივ აფთიაქებში).

 პასუხი: ფეხის თითებს შორის კანის აქერცვლა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით. თქვენ ჩატარებული გაქვთ სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელსაც მე ბოლომდე არ ვეთანხმები. კერძოდ, ეფცენ-150 ტერფის სოკოვან დაავადებაზე ნაკლებად მოქმედებს. მუსიტროლი ამ შემთხვევაში სწორი დანიშნულებაა. ამდენად, მიჭირს ვთქვა, რამდენად სწორად არის დიაგნოზი დასმული და ასევე რთულია შემოგთავაზო ახალი მკურნალობის სქემა. სასურველია არ წაისვა წამალი და არ დაიბანოთ ფეხი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ჩაიტაროთ სოკოზე მიკროსკოპიული გამოკვლევა.

პასუხი: სებორეული ეგზემისათვის გირჩევ წაისვა ადვანტანის მალამო, რაც გერმანიაში იშოვება. თუ შეგიძლია უფრო დეტალურად ამიღწერო შენი სუბიექტური შეგრძნებები და კანის გამონაყარის მდგომარეობა (რა ტიპის გამონაყარია, არის თუ არა წითელი, იქერცლება თუ არა, გამონაყარის ფორმა, ადვილად შორდება თუ არა იგი კანს მოფხეკისას და ა.შ. ). გამომიგზავნე ფოტოც. 

პასუხი: ატოპიური დერმატიტი კანის ალერგიული დაავადებაა, რომელიც ბავშვს მემკვიდრულად გადაეცემა მშობლებისაგან და მის პროვოცირებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი: ზოგიერთი საკვები, ტანსაცმელი, მტვრიანი გარემო, ყვავილების მტვერი და სუნი და ა.შ. 2 წლის ასაკისათვის გამაღიზიანებელ ფაქტორად – ალერგენად უფრო ხშირად გვევლინება საკვები. უნდა დაადგინოთ რომელი საჭმელი უღიზიანებს კანს. გირჩევთ ატარაქსთან ერთად მისცეთ ფენკაროლი 10 მგ თითო ორჯერ დღეში. ადვანტანი თავდაპირველად წაუსვით გამონაყარზე ყოველდღე ზედიზედ საღამოობით დაახლოებით 5 დღის განმავლობაში. შემდეგ შეგიძლიათ დღეგამოშვებით წაუსვათ. კანი თუ მშრალი აქვს, სჭირდება მუდმივი დამატენიანებელი ლოსიონი, მაგალითად: ტოპი კრემის სხეულის ემულსია. ამ ემულსიის წასმიდან 15-20 წუთის შემდეგ უნდა წაუსვათ ადვანტანი საღამოობით, დილით კი მხოლოდ ტოპი კრემს წაუსმევთ. ეს რაც შემეძლო მეთქვა ბავშვის გასინჯვის გარეშე.