Mycospor

თვისებები და უპირატესობები

  • აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური პრეპარატი;
  • სოკოს ფერმენტულ სისტემაზე ახდენს ორგვარ ზემოქმედებას: აქვეითებს სოკოს მემბრანის შემადგენელი კომპონენტის – ერგოსტეროლის სინთეზში მონაწილე ორი ფერმენტის აქტივობას;
  • ხასიათდება ფუნგიციდური მოქმედებით;
  • კანსა და ფრჩხილებში წარმოქმნის მაღალ კონცენტრაციას;
  • მოქმედებს სხვადასხვა სახეობის დერმატოფიტებზე (Trichophyton, Microsporum, Epidermophyton), Candida spp., Malassezia furfur და გრამდადებით ბაქტერიებზე, გარდა ენტეროკოკისა;
  • მაღალი ეფექტურობა მოკლე სამკურნალო კურსით;
  • არ ჩამოირეცხება წყლით;
  • ხასიათდება კარგი ამტანობით;
  • აქვს მოსახერხებელი გამოყენების წესი, არ ტოვებს ლაქებს და არ ცვლის ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
  • გამოიყენება 1-ჯერ დღეში;
  • კანში კარგი შეღწევადობა და კონცენტრაციის შენარჩუნება 3 დღის ინტერვალით კანის სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკის საშუალებას იძლევა (კვირაში 2-3 ჯერ გამოყენება).