სოკოვანი დაავადებები

პასუხი: საზარდულის ეპიდერმოფიტია Tinea cruris მიეკუთვნება და მის გამომწვევად გვევლინება სოკო – ეპიდერმოფიტონი.  ტერმინში Tinea cruris იგულისხმება საზარდულის არეში ლოკალიზებული ყველა სოკოვანი დაავადება, რომლის გამომწვევად, ეპიდერმოფიტონის გარდა, ხშირად გვევლინება  წითელი ტრიქოფიტონი.

პასუხი: თუ ზღვაზე ყოფნისას დაიცავთ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს (ზღვაში ბანაობის შემდეგ გადაივლებთ სუფთა წყალს, პლიაჟზე არ ივლით ფეხშიშველი და ა.შ.), რაიმე ინფექციის საშიშროება არ გელით.

პასუხი: რადგან სოკოს მკურნალობამ არ გიშველათ, შესაძლოა სოკოვანი დაავადება არც გაქვთ. რადგან მოსვლა არ შეგიძლით და ვერ გნახავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ  გაქვთ სებორეა, რომელსაც ქავილი ახასიათებს. იხმარე რომელიმე სტეროიდული მალამო.

პასუხი: ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, რამდენად სწრაფად ეზრდება მას ფრჩხილი, აგრეთვე მისი დაზიანების ხარისხზე და ფართზე. იგი მინიმუმ სამ თვეს გასტანს და ხშირად მეტი ხანიც სჭირდება, სანამ ფრჩხილი თავიდან ბოლომდე ჯანმრთელი არ გაიზრდება. რაც შეეხება ფრჩხილის მოცილებას. მისი მთლიანი წაძრობა არ არის სწორი. უნდა მოცილდეს მხოლოდ მისი დაზიანებული ნაწილი და შემდეგ ჩატარდეს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. მარტო ფრჩხილის დამუშავება საკმარისი არ არის, რადგან მკურნალობის გარეშე ისევ დაზიანებული ფრჩხილი იზრდება. მკურნალობის მეთოდი შეირჩევა კონკრეტული მდგომარეობის მიხედვით. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მარტო ადგილობრივი თერაპია უნდა ჩატარდეს, თუ ზოგადი თერაპიაც (დასალევი წამლები). ეს უკანასკნელი დამოკიდებულია, რამდენად გავრცელებულია ინფექცია, დაზიანების ხარისხზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

პასუხი: სხვადასხვაფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც კანის ინფექციურ-პარაზიტული დაავადებების ჯგუფს ეკუთვნის. ეს არის დაავადება, რომლისგან ადამიანი სრულებით იკურნება. იგი შეიძლება ადამიანს მრავალჯერ გადაედოს, თუ არ იქნა დაცული ჰიგიენის წესები და თუ არსებობს ინფექციისთვის ხელისშემწყობი პირობები. ასეთებია სხვისი ტანსაცმლის ტარება, პირადი მოხმარების საგნების, როგორიცაა პირსახოცი, დასაბანი ღრუბელი, დაავადებულის და სხვის მიერ გამოყენება,ოჯახის სხვა წევრის დაავადება, რომელიც არ მკურნალობს, ოფლიანობა და სხვ.ერთხელ დაავადებული ადამიანი შეიძლება თვითონვე გახდეს ხელახლად დაინფიცირების წყარო, თუ არ დაიცვა ჰიგიენის წესები და არ ჩაატარა ტანსაცმლის, ლოგინის თეთრეულის და პირადი მოხმარების საგნების დეზინფექცია. საჭიროა სხეულის დასაბანად სპეციალური, მიკოზებისკენ მიდრეკილი კანის დასაბანი გელის გამოყენება.

პასუხი: თქვენი მონათხრობიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს რაიმე ინფექციასთან -სოკოვანთან ან ჩირქოვანთან (რამდენადაც ბანაობის შემდეგ გამონაყარი მრავლდება), მაგრამ ამ ტიპის გამონაყარი თავისით რამდენიმე საათში არ ქრება. ამ შემთხვევაში საჭიროა ჯერ დიაგნოზის დაზუსტება, რისთვისაც დაგჭირდებათ დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა.

პასუხი: თუ თითებს შუა არ აქვს არაფერი და ლაბორატორიულად ფრჩხილიდან აღებულ მასალაში სოკო ვერ ნახეს, მაშინ სოკო ნაკლებადაა სავარაუდო და შესაძლოა ონიქოდისტროფიაზე ვივარაუდოთ. ფრჩხილზე გამოვლინებული ონიქოდისტროფია ზოგჯერ ფსორიაზის ადრეული გამოვლინებაა-ხოლმე და მკურნალობას ემორჩილება, თუმცა იგი ხანგრძლივია. რაიმე ლაბორატორიული ტესტი ამის დასამტკიცებლად ან გამოსარიცხად არ არსებობს. დიაგნოზი ისმება კლინიკური გამოვლინების, ანამნეზის (ოჯახური და ავადმყოფობის ისტორიის) და სოკოს გამორიცხვის მიხედვით.

პასუხი: ონიქოდისტროფია ფრჩხილის დისტროფიულ ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც ფრჩხილში ვითარდება სხვადასხვა მიზეზით. ერთ-ერთი არის ფსორიაზი, თუ მისი სხვა ნიშნებიც არის, ან მემკვიდრული დატვირთვაა. ადექვატური მკურნალობის შემდეგ ფრჩხილი ნორმალური ხდება და სანერვიულოც არაფერი გაქვთ.

პასუხი: რაც შეეხება ფრჩხილებს, ძალიან საეჭვოა ასე პატარა ბავშვს ჰქონდეს სოკოვანი ინფექცია, მაშინ უფროსებისგან უნდა ჰქონდეს, მშობლებისგან და ჰიგიენის წესებს არ უნდა იცავდეთ. უფრო მგონია ონიქოდისტროფია უნდა იყოს. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა. 2-3 დგე ბავშვს ფეხს ნუ დაბანთ და მიიყვანეთ  ანალიზის ასაღებად.