ლორინდენი

FLUMETHASONE; SALICYLIC ACID
Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი

ლორინდენი Aშემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 15 გ.
1 გ
ფლუმეტაზონის პივალატი – 200 მკგ
სალიცილის მჟავა – 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანთების საწინააღმდეგო და კერატოლიზური მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლორინდენი A წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის შემცველ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებების მქონე ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს.
სალიცილის მჟავა არბილებს კანს და აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდის შეღწევის პროცესს მეტად გარქოვანებულ ეპიდერმისში, ამავე დროს იგი იწვევს კანის ქსოვილის გაფაშრებას და ახასიათებს სუსტად გამოხატული სადეზინფექციო მოქმედება.

ჩვენებები
სხვა სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად რეზისტენტული კანის ქრონიკული, განსაკუთრებით ძლიერი ან არასწორი გარქოვანებით მიმდინარე დაავადებები, როგორიცაა:
- ლიქენით გამოწვეული ეგზემა;
- კანის შეზღუდული გამკვრივებით და გაუხეშებით მიმდინარე პრურიგო;
- ფსორიაზი;
- კანის თმიანი ნაწილის ფსორიაზი;
- ერითროდერმია, ბრტყელი და მეჭეჭიანი ლიქენი.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
მალამოს მცირე რაოდენობას შეიზელენ კანის დაზიანებულ ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი გამოყენება 1-2-ჯერ დღეში, მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ოკლუზიური ნახვევის სახით.
პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის ნებადართული.

უკუჩვენებები
ჩირქოვანი გართულებებით მიმდინარე კანის ინფექციები, კანის ვირუსული და მიკოზური დაავადებები, კანის ტუბერკულოზი, ათაშანგით გამოწვეული კანის ცვლილებები, ჩუტყვავილა, ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით მიმდინარე წვივების გაშიშვლება, კორტიკოსტეროიდების მიმართ, ან მალამოს ფუძის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები.

* * *

ლორინდენი Cშემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 15 გ.
1 გ
ფლუმეტაზონის პივალატი – 200 მკგ
კლიოქინოლი – 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლორინდენი C წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის შემცველ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებების მქონე ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს.
კლიოქინოლი ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური თვისებებით. იგი აძლიერებს აგრეთვე გლუკოკორტიკოსტეროიდის ანტიექსუდაციურ ეფექტს.

ჩვენებები
კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები ან ძლიერი ანთებითი რეაქციებით მიმდინარე კანის საფარის ბაქტერიული ინფექციები:
- ლიქენი;
- ერითემა,
- ერითროდერმია;
- ურტიკარია;
- ვულგარული იმპეტიგო.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეორადი ალერგიული რეაქციებით მიმდინარე კანის შეზღუდული მიკოზური ინფექციების დროს, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმი დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
მალამოს მცირე რაოდენობას შეიზელენ კანის დაზიანებულ ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში. 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული.
მალამოს გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ოკლუზიური ნახვევის სახით.

უკუჩვენებები
კანის აქტიური ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, შემომსალტველი ლიქენი, ჩუტყვავილა). კანის ტუბერკულოზი, კანის ათაშანგი და გაურთულებელი დერმატომიკოზები. კანის საფარის ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, წვივების ტროფიკული წყლულები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ფარმაცევტული ქარხანა “ელფას” ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
ფარმაცევტული კომპანია “გეა”
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ, 6
ტელ: +(995 32) 38 47 66
ფაქსი: +(995 32) 95 81 54