პასუხი: ქსანთელაზმების გაჩენა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ქოლესტერინის და ლიპიდური ცვლის დარღვევასთან, რომლის მოწესრიგების შემდეგ, შესაძლოა ქსენთელაზმების ზომაში შემცირება და გაქრობაც. ამასთან თავიდან აიცილებთ რეციდივსაც. ამიტომ გირჩევთ, თავდაპირველად ჩაიტაროთ ზემოაღნიშნული გამოკვლევა.
პასუხი: თქვენი ასაკისათვის სახეზე წამოწითლება ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი მაჩვენებელია ცვალებადი სისხლძარღვოვანი რეაქციების, რაც სქესობრივი მომწიფების პერიოდთან არის დაკავშირებული. მორცხვობის თუ რაიმე ემოციის დროს, სასიხარულო იქნება იგი თუ საწყენი, სახეზე სისხლის მიწოდება ძლიერდება, რაც იწვევს მის გაწითლებას. რამდენადაც ეს ნორმალურია, მკურნალობა არ არის საჭირო და დროთა განმავლობაში თვითონ გაივლის.