კლოვეიტი

კლოვეიტი

მალამოს 1 გრამი შეიცავს 0.5 მგ კლობეტაზოლს (პროპიონატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, თეთრი ვაზელინი, სორბიტანის სესკვიოლეინატი.

კრემის 1 გრამი შეიცავს 0.5 მგ კლობეტაზოლს (პროპიონატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, დინატრიუმის ვერსენატი, ქლოკრეზოლი, თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი, გლიცეროლის მონოსტეარატი 40-55, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლისორბატი 40, შუაჯაჭვური ტრიგლიცერიდი უწყლო კოლოიდური კაჟბადი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, ქემოდერმი 841, გასუფთავებული წყალი.

კლოვეიტი წარმოადგენს გარეგანი მოქმედების გლუკოკორტიკოიდულ საშუალებას, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას. გამოყენების ადგილას იგი ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას და ქავილს.

კლოვეიტი გამოიყენება კანის იმ დაავადებების მკურნალობისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებით გართულებული კანის დაავადებების გარდა.

კლოვეიტი ინიშნება კანის შემდეგი ანთებითი დაავადებების დროს:

  • ატოპიური ეგზემა;
  • სებორეული დერმატიტი;
  • წითელი ბრტყელი ლიქენი;
  • ფსორიაზი;
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
  • ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა);
  • მრავალფორმული ერითემა.

კლოვეიტის მალამო უპირატესად ინიშნება ქრონიკული და ქვემწვავე პროცესის დროს. კლოვეიტის კრემი უპირატესად ინიშნება მწვავე, ქვემწვავე, ექსუდაციით მიმდინარე პროცესის დროს.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა კლობეტაზოლის ან კლოვეიტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • კანის ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადებები;
  • კანის ვირუსული დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვა;
  • აკნე;
  • პერიორალური დერმატიტი;
  • ანალური ან გენიტალური ქავილი;
  • 12 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია პრეპარატის თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრა.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინოპროფილაქტიკის ან სხვა ვაქცინაციების ჩატარება.

ორსულობა და ლაქტაცია:
კლოვეიტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.

გამოყენების წესი:
მალამო ან კრემი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2-ჯერ სასურველი ეფექტის მიღებამდე. კანის შედარებით მძიმე ფორმის დაზიანებისას, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში, კლოვეიტის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა გავაძლიეროთ დამწოლი ნახვევის (ერთ ღამეში შესაძლებელია სასურველი შედეგი მიღება) გამოყენებით. დამწოლი ნახვევის მოხსნის შემდეგ აუცილებელია კანის გასუფთავება.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 2 კვირისა.

კანის შესაძლო გვერდითი ადგილობრივი რეაქციები:
კანის სიმშრალე, დეპიგმენტაცია ან გაუფერულება, თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთებები, გამონაყარი.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის
ქერქის ფუნქციის დათრგუნვა. ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებს დროებით ხასიათს და სტეროიდული თერაპიის კურსის შეწყვეტისთანავე ქრება.
ქუთუთოებზე წასმის შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის სიმპტომების გაძლიერება ან კატარაქტის განვითარება.

გამოშვების ფორმა:
კლოვეიტი 0,05% მალამო 25 გრ ალუმინის ტუბში
კლოვეიტი 0,05% კრემი 25 გრ ალუმინის ტუბში

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას!
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს!

GEA

ფარმაცევტული კომპანია გეა
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 6
ტელ: 384766, ფაქსი: 958154
E-mail: gea@gea.com.ge