კითხვები კანის სიმშრალესთან დაკავშირებით

პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი კანი – ხორკლიანი, განსაკუთრებით მკლავების და ბარძაყების გარეთა ზედაპირებზე, თქვენი კანის კონსტიტუციური თავისებურებაა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს – მუდმივ დატენიანებას და დაცხიმიანებას. წყლის აბაზანები უხდება, რადგან ხდება კანის გარქოვანებული შრეების ჩამოფცქვნა. ყოველდღიურად უნდა იხმაროთ რაიმე კრემი. მე გირჩევთ ტოპიკ-10-ს, რომელიც გამოიყენება თავდაპირველად ორჯერ დღეში, შემდეგ მხოლოდ საღამოობით და საჭიროების მიხედვით..

პასუხი: იდაყვებზე შეიძლება გქონდეთ კანის სიმშრალე, რასაც თან ახლავს ქავილი სიმშრალის გამო. სასურველია იხმაროთ რაიმე დამატენიანებელი კრემი შარდოვანას ან სალიცილის მჟავას შემადგენლობით, გარქოვანების გამოხატვის ხარისხის მიხედვით მათი სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობით: 2%, 5%, ან 10%.