ჰერპეს ზოსტერი

ჰერპეს ზოსტერი

ჰერპეს ზოსტერი (ჰერპეს ზოსტერ) – ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და კანს.
ე ტ ი ო ლ ო გ ი ა  და  პ ა თ ო გ ე ნ ე ზ ი. დაავადების გამოვლენას წინ უსწრებს გამომწვევი ვირუსის Vარიცელლა ძოსტერ-ის, იგივე ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილას ლატენტური ვირუსის, რეაქტივაცია სხვადასხვა მიზეზით (სომატური დაავადებები, ინფექცია, გაციება, სხივური ზემოქმედება). ხშირად ავადდებიან მამაკაცები 40-70 წლის ასაკში, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.
კ ლ ი ნ ი კ უ რ ი  ს უ რ ა თ ი. ინკუბაციური პერიოდი არ არის დადგენილი. ხშირად იწყება პროდრომული მოვლენებით – სისუსტე, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა და ცალმხრივი ნევრალგია. დაზიანების არეში ჰიპერემიულ და შეშუპებულ კანზე წარმოიქმნება შეჯგუფებული ვეზიკულები მორფოლოგიური ელემენტები ჩვეულებრივ ლაგდება დაზიანებული ნერვისა და მისი ტოტების გასწვრივ (გაყოლებით). ვეზიკულების შიგთავსი სწრაფად იმღვრევა, ვითარდება პუსტულა, რაც იხსნება, ფორმირდება ეროზიები, დაფარული ქერქებით. მძიმე შემთხვევაში წარმოიშობა წყლულოვანი და წყლულოვან-ნეკროზული დაზიანება სქელი ჰემორაგიული ქერქებით. დაავადების ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 კვირაა. 2-4%-ში შეიძლება განვითარდეს დაზიანების გ ე ნ ე რ ა ლ ი ზ ე ბ უ ლ ი  ფ ო რ მ ა ლიმფური კვანძების გადიდებით და გამონაყარის გავრცელებით მთელ ტანზე ძლიერი ტკივილის გარეშე. ეს ფორმა უვითარდებათ პირებს მძიმე თანმხლები დაავადებით (ლიმფომა, ლეიკოზი, შინაგანი ორგანოების სიმსივნეები), მათ, ვინც ხანგრძლივად ღებულობს ციტოსტატიკებს, იმუნოდეპრესანტებს, კორტიკოსტეროიდებს. ასევე, მძიმე ფორმაა – გ ა ნ გ რ ე ნ ო ზ უ ლ ი  ფ ო რ მ ა  (უვითარდებათ დასუსტებულ პირებს, ხანშიშესულებს შაქრიანი დიაბეტით, კუჭის წყლულით), ამ შემთხვევაში წარმოქმნილი განგრენოზული წყლული ხანგრძლივად არ ხორცდება და ჩვეულებრივ ტოვებს ნაწიბურს. ტკივილი განპირობებულია ნეიროტროპული ვირუსით, ამასთან ტკივილი შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად გამონაყარის ალაგების შემდეგაც. იგი არის ყრუ, გამჭოლი, მწველი. თუ პროცესი ლოკალიზებულია თვალის არეში, შეიძლება გამონაყარმა დააზიანოს რქოვანა, კონიუნქტივა, სკლერა. ვირუსმა შეიძლება შეაღწიოს სუბარაქნოიდალურ სივრცეში და გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი მძიმე მიმდინარეობით.
დ ი ა გ ნ ო ზ ი დგინდება კლინიკური სურათის საფუძველზე და აუცილებლობის შემთხვევაში ვირუსოლოგიური გამოკვლევით (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია).
Mმ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა. Aადგილობრივად ჰერპესული ინფექციის დროს გამოყენება 0,25-0,5% ბონაფტონის, 1% თებროფენის, 0,25-3% ოქსოლინის მალამო 4-6-ჯერ დღეში 5-7 დღე.
Hჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ იყენებენ აციკლოვირს 200მგ 5-ჯერ დღეში 7 დღე, ან ვალტრექსს 0,5გ. 2-2 ტაბლეტს სამჯერ დღეში 5 დღე. შეშუპების მოსახსნელად სალიცილატები, დიაკარბი. გამოიყენება განგლიობლოკატორები (განგლერონი), ანტივირუსული გამაგლობულინი, ვიტ. B1, B12, ჩ; ფიზიოთერაპია დიათერმია, ინფრაწითელი ლაზეროთერაპია.