გამოცდებზე დაშვებული შეცდომების “გასწორება”
სწორია: გონორეის გამომწვევი ყავისმარცვლის ფორმის დიპლოკოკია.
შენიშვნა: პრედნიზოლონი კორტიკოსტეროიდია.
სწორია: პრედნიზოლონი.
სწორია: სიფილისს კლინიკური მიმდინარეობისას ახასიათებს აქტიური და ფარული პერიოდების არსებობა.
სწორია: სიფილისით დაავადებისას შეძენილი იმუნიტეტი არ მუშავდება. შეიძლება მოხდეს რეინფექცია, ანუ განმეორებითი ინფიცირება.
სიფილისს ახასიათებს სტერილური ანუ ინფექციური იმუნიტეტი, ეს ფორმა ხასიათდება რეზისტენტობით მანამ, სანამ ორგანიზმში დაავადების გამომწვევია. მიუხედავად ასეთი იმუნიტეტისა, შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია სიფილისით (იგი შეიძლება განვითარდეს ინკუბაციურ პერიოდში, ან პირველი ხანის მეათე დღემდე და მესამე ხანის ბოლოსაც).
სწორია: სიფილისის მკურნალობა ძირითადად ხდება პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით, თუ სუპერინფექციაა, ისიც სიფილისია…
სწორია: მაგარი შანკრი ძირითადად გვხვდება ერთეულად (1-2), თუმცა შეიძლება იყოს მრავლობითიც (დაახლოებით 10-მდე).
სწორია: ბუშტუკის შიგთავსი სხვადასხვა ხასიათისაა, მაგალითად, სეროზული, ჰემორაგიულ-სეროზული და სხვა.
სწორია: პირველად მორფოლოგიურ ელემენტებს მიეკუთვნება ლაქა. რადგან პირველადია, იგი შეუცვლელ კანზე ჩნდება. ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტაცია ჩნდება პირველადი ელემენტების უკუგანვითარების შემდეგ და ისინი მეორადი მორფოლოგიური ელემენტებია.
სწორია: ატიპიური შანკრია შანკრი-ამიგდალიტი.
სწორია: სქესობრივი გზით; ჩირქდენა; ჩირქგროვა, დაინფიცირება :)
სწორია: სიფილისის მეორე ხანაში გამოიყოფა რეცენტული პერიოდი.
სწორია: რეციდიული სიფილისის დროს თმა ხელის ჩამოქაჩვის გარეშეც ცვივა :).
სწორია: მეორადი მორფოლოგიური ელემენტები ვითარდება პირველადი ელემენტების ევოლუციის შედეგად მათ ზედაპირზე, ან მათი გაქრობის შემდეგ.
სწორია: ანტროპონოზული ტრიქოფიტიის დროს დაზიანებული თმა ტყდება კანის დონეზე (ტრიქოფიტიის შავწერტილოვანი ფორმა).
სწორია: სიფილისის მიმდინარეობაში გამოყოფენ ოთხ პერიოდს: ინკუბაციური პერიოდი, პირველი, მეორე და მესამე ხანის სიფილისი.