პასუხი: არაჩვეულებრივი შეკითხვაა და მინდა მადლობა გადაგიხადო ამისთვის. საქმე იმაშია, რომ ფსორიაზისთვის პროგრესულ სტადიაში დამახასიათებელია დადებითი იზომორფული რეაქცია (კებნერის ფენომენი), რაც გულისხმობს მექანიკური გაღიზიანების ადგილზე, იქნება ეს ნაკაწრი, ნაოპერაციევი ჭრილობა, თუ სხვა რამ, ახალი ელემენტის გაჩენას.
ასე, რომ ფსორიაზით დაავადებულისთვის სვირინგი, შეიძლება ითქვას, კატეგორიულად აკრძალულია.
პასუხი: ACD-ს ეფექტურობა ფსორიაზის მკურნალობაში დადასტურებული არ არის. შეუსაბამო მკურნალობამ შეიდზლება ფსორიაზი უფრო გაამწვავოს. მძიმე ფორმის ფსორიაზისთვის მედიცინა იყენებს ციტოსტატიკებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელსაც ექიმის კონტროლი სჭირდება. ექიმბაშურ მეთოდებზე მე რჩევას ვერ მოგცემ.
პასუხი: საქართველოში არ შემოდის კალციპოტრიოლის არცერთი პრეპარატი. შეგიძლიათ იშოვოთ ისრაელში ან რუსეთში Daivonex-ის სახელწოდებით ან Daivobet, სადაც იგი ბეტამეტაზონთან კომბინაციაშია. იგი ეფექტურია მსუბუქი და ზოგჯერ საშუალო სიმძიმის ფსორიაზის სამკურნალოდ. ყველაზე ეფექტური შამპუნი თავის ფსორიაზის სამკურნალოდ არის კუპრის შემცველი შამპუნები, მაგრამ მარტო შამპუნით ეფექტს ხშირად ვერ ვაღწევთ.
პასუხი: დერმოვეიტი ყველაზე ძლიერი სტეროიდია, აგრეთვე კლოვეიტიც. თუ არ გშველის, ზოგადი თერაპია იქნება საჭირო.
პასუხი: სახეზე ფსორიაზი იშვიათი მოვლენაა და ის გვხდება ზოგჯერ მამაკაცებში წვერების ადგილზე. მილგამა ფეხის კრემია 10 % შარდოვანას შემცველობით და სახეზე არ შეიძლება მისი გამოყენება.
პასუხი: ფსორიაზი შეიძლება კაცსაც დაემართოს და ქალსაც. ქავილი აქვს იშვიათად. დამახასიათებელია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლები.