1. უკვე რამდენი ხანია დამიზიანდა ფეხის ფრჩხილები. დამიდგინეს ონიქოდისტროფია, ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული. მეშინია, რაიმე შინაგანი ქრონიკული დაავადებით არ იყოს გამოწვეული. რამდენად ხანგრძლივია მისი მკურნალუბა და რა ჯგუფი პრეპარატებით ინკურნება
პასუხი: ონიქოდისტროფიის მკურნალობის ტაქტიკა, პრეპარატები და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ დაავდებაზე, რის ფონზეც ჩამოყალიბდა იგი. პირველ რიგში ესაა დასადგენი, რისი მიხედვითაც ტარდება ზოგადი ანუ სისტემური მკურნალობა. ადგილობრივად ყველა შემთხვევაში გამოიყენება სტეროიდული მალამოები.